სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ
რესპუბლიკის მოედანზე მრავალფეროვნების მარში იწყება. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან. სოლიდარობის პლატფორმის ინფორმაციით, მრავალფეროვნების მარშის ქვეშ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. მათი განცხადებით, ყვ ელანი ერთად შეეცდებიან ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაღრმავება და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა.
"ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ვალია გავიზიაროთ ჩვენი სამშობლოს ტკივილი და შევიტანოთ აქტიური წვლილი ახალ ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსეული მომავლისთვის იბრძვის.
ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ავტორიტარიზმში ცხოვრება, რადგან პოლიტიკური სისტემა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ მაშინაც მჩაგვრელი და უსამართლო იყო, როცა ჩვენი მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ამას ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა. ჩვენი თემები არა ერთხელ გამხდარან პოლიტიკური კონტროლის, დისკრიმინაციისა და შევიწროების სამიზნე, მაგრამ ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს უფრო სამართლიანი მომავლის რწმენა. ჩვენ გვჯეროდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არადომინანტური ჯგუფებისთვისაც მოიტანდა უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და თანასწორობას, და იგი უფრო სამართლიანი და თანასწორი საქართველოს მშენებლობის იმედს გვაძლევდა. სწორედ ამიტომ ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და შეჩერება ხელისუფლების მხრიდან ჩვენთვის განსაკუთრებით უსამართლო და მიუღებელი გადაწყვეტილებაა.
ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხის მიღმა, ჩვენთვის უმძიმესი პრობლემა და ტკივილია პოლიტიკაში ძალადობის, როგორც მართვის ლოგიკის დაბრუნება. პოლიციამ ჩვენი მშვიდობიანი შეკრებები უკანონოდ დაარბია, შეკრების მონაწილეები სასტიკად სცემა, უმოწყალოდ მოეპყრო და აწამა. მათ შორის არის ჩვენი არაერთი თემის წევრი, რომლებიც უკანონო პატიმრობისა და ძალადობის მსხვერპლები გახდნენ ამ დღეებში. გვაქვს განცდა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება, თავისუფლება და თანასწორობა, როგორც სახელმწიფოს მთავარი პრინციპი, დაკარგულია და ამ უსამართლო პროცესს ახალი მსხვერპლები და სამიზნეები ეყოლება. ავტორიტარიზმის აღმასვლა შეეხება ყველას, ვისი მსხვერპლად შეწირვაც სისტემას მოუნდება. ძალადობა, დამორჩილება და კონტროლი მოვა ყველა ოჯახში, სამეზობლოში, თემში, სოფელსა და ქალაქში.
დღეს ჩვენ ვუერთდებით იმ ორ საერთო მოთხოვნას, რომელიც არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზად ჩვენ, მოქალაქეებმა დავსახეთ. პირველი პირობაა დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და დამნაშავე პოლიციელებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯა; მეორე პირობა კი ახალი არჩევნებია, რომელიც ამ კრიზისიდან ყველაზე მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოსვლის გზად გვესახება.
#თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!
#ყველგან პოლიცია, არასად სამართალი!
#ავტორიტარიზმი კლავს თანასწორობასაც!
#მრავალფეროვნებაშია სიმდიდრე, და არა ოლიგარქიაში!
#გაუმარჯოს ერთიან, მრავალფეროვან და სამართლიან საქართველოს!", — ნათქვამია სოლიდარობის პლატფორმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე? რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე?
-
ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი) ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი)
-
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო
-
რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია? რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
გადახედვა
-
4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია 4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია
გადახედვა
-
ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ
-
კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ
გადახედვა
-
როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
გადახედვა
-
ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
-
თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
-
"ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს
გადახედვა
-
ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა
-
პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს
-
AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
გადახედვა
-
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
-
"რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე "რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
გადახედვა
კომენტარები