რა არის მელატონინი და როგორ გვაძინებს?
ფოტო: მედიარტი
მელატონინი ჰორმონია, რომელსაც ხშირად “ძილის ჰორმონსაც” უწოდებენ. მას ძირითადად ტვინის ერთ-ერთი ნაწილი, სახელად ეპიფიზი, წარმოქმნის, როცა ბნელა, ხოლო სინათლეში კი მისი გამოყოფა მცირდება.
მელატონინი ერთგვარი სიგნალია, რომელიც ტვინს ღამის მოსვლას ატყობინებს, ის კი თავის მხრივ სხეულს ჩაძინებას “უბრძანებს”. ძილის ჰორმონს ეპიფიზი სწორედ ამ მიზნით გამოიმუშავებს, თუმცა ზოგჯერ, მაგალითად ასაკის მატებისას, მელატონინის წარმოქმნა მცირდება. ასეთ დროს დანამატის მიღება ხდება ხოლმე საჭირო.
როგორ გვეხმარება მელატონინი ჩაძინებაში?
მელატონინი სხეულის ცირკადულ რიტმთან “თანამშრომლობს”. ცირკადული რიტმი სხეულის ერთგვარი შინაგანი საათია და გვანიშნებს, როდის არის ძილის, გაღვიძებისა თუ ჭამის დრო.
ტვინში მელატონინის დონე მაშინ ძლიერდება, როცა გარეთ სიბნელეა. ასე ჰორმონი ორგანიზმს ანიშნებს, რომ ძილის დროა. მეორე მხრივ, დილით, სინათლეში, მელატონინის წარმოქმნა მცირდება, ასე კი სხეული იგებს, რომ გაღვიძების დროა.
გარდა ძილისა, ეს ჰორმონი სხვა პროცესების დარეგულირებაშიც გვეხმარება. მათ შორისაა: სხეულის მასა და ტემპერატურა, სისხლის წნევა, მასში გლუკოზის რაოდენობა და ზოგიერთი სხვა ჰორმონის დონეები.
ცნობილია, რომ მელატონინი ტვინში არსებულ რეცეპტორებს უკავშირდება, რათა ნერვული აქტივობა შეამციროს. მას დოფამინის დონეების შემცირებაც შეუძლია — იმ ჰორმონის, რომელიც სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება. მელატონინი თვალების დღეღამური ციკლის ზოგიერთ ასპექტშიც მონაწილეობს.
სრული სიზუსტით მაინც ვერ ვიტყვით, როგორ მოქმედებს ძილის ჰორმონი, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ჩაძინებაში იგი ამ პროცესების შედეგად გვეხმარება.
რა უნდა ვიცოდეთ მელატონინის დანამატებზე
როგორც წესი, სხეული ადამიანის ზოგადი საჭიროებებისთვის საკმარის მელატონინს წარმოქმნის, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ ეპიფიზიდან ამ ჰორმონის გამოყოფა მცირდება. ეს არაერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა: ალკოჰოლის ან კოფეინის მოხმარება, მოწევა, ღამის საათებში მუშაობა, ასაკის მატება, სხვადასხვა მედიკამენტი თუ ღამით ზედმეტ სინათლეში (მათ შორის ლურჯ სინათლეში) გაჩერება. ამის გამო, შესაძლოა, ადამიანს ჩაძინება გაუჭირდეს.
თუკი გამომწვევი მიზეზების მოგვარება ვერ ხერხდება, შინაგანი საათისა და ძილის მოსაწესრიგებლად მელატონინის დანამატებს იღებენ ხოლმე. კვლევები აჩვენებს, რომ ეს საშუალებები ხარისხიან ძილს უწყობს ხელს და ხანმოკლე მოხმარებისათვის უსაფრთხოც არის.
მელატონინის დანამატები ხშირად ძილის დარღვევების დროს გამოიყენება, იქნება ეს უძილობა თუ ფრენის შედეგად სადღეღამისო რიტმის დარღვევა. დანამატებს სხვა პრობლემების მოსაგვარებლადაც მიმართავენ. ესენია: ვეგეტონევროზი, ადვილად გაღიზიანებადობა, ვეგეტონევროზი, შფოთვა და სტრესი.
სხვათა შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომ მელატონინს ჯანმრთელობისთვის სხვა სახის სარგებელიც მოაქვს: იგი ხელს უწყობს ჯანმრთელი თვალების შენარჩუნებას, ამსუბუქებს ტინიტუსის სიმპტომებს, შველის გასტროეზოფაგურ რეფლუქსს და შაკიკის შეტევებს ამსუბუქებს. ამის მიუხედავად, დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ მელატონინის დანამატი ამ მიზნებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ძილის პრობლემა, შესაძლოა, რაიმე ისეთი მდგომარეობის სიმპტომი იყოს, რომელსაც მელატონინი ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, უმჯობესია, ამ ჰორმონის დანამატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები