რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირის უფროსი: კოლეგების მიწვევით საქართველოში ვიმყოფებოდი
რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ლობარევი სოციალურ ქსელებში წერს, რომ საქართველოში თავისი კოლეგების მოწვევით მივლინებით იმყოფებოდა, რომ ადგილზე გასცნობოდა "უკანონო ანტისამთავრობო აქციებით გამოწვეულ ვითარებას". მისი თქმით, ქართველების უმრავლესობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მომიტინგეების მიმართ. ის აქებს პოლიციას და წერს, რომ შსს-ს თანამშრომლებმა "ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ღირსეულად გამოიჩინეს თავი. 150-ზე მეტი პოლიციელი კი ბუნტის მოქმედების შედეგად დაშავდა".
ალექსეი ლობარევი
თბილისში ყოფნის შემდეგ, ალექსეი ლობარევს ორი მთავარი დასკვნა გამოაქვს. ერთი ის, რომ საღამოს და ღამის პროტესტის მიუხედავად, დღისით ქალაქი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას და მეორე — მისი თქმით, საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ბოლო თვეებში შესამჩნევად შეიცვალა უკეთესობისკენ. "ქუჩებში, ბაზრებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად კარგად ვლაპარაკობდი, ჩემი ყველას ესმოდა და რუსულადვე მპასუხობდნენ?, — წერს ალექსეი ლობარევი.
"რა ხდება საქართველოში?
სანდო ცნობები მოვლენების ადგილიდან.
ასე განსხვავებულია თბილისი ღამით და დღეს…
როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, საქართველოდან კოლეგების მოწვევით თბილისში მივლინებაში გავემგზავრე უკანონო ანტისამთავრობო აქციებით გამოწვეულ ვითარებასთან გასაცნობად.
დაუყოვნებლივ მინდა აღვნიშნო, რომ ქართველების უმრავლესობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მომიტინგეების მიმართ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ღირსეულად გამოიჩინეს თავი. 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა ბუნტის მონაწილეთა მოქმედებით: დამწვრობა, მოტეხილობა, თავისა და სახის დაზიანებები. ბოევიკების ორგანიზებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები, სპილენძის მუწუკები და სპეციალური სროლებიც კი პოლიციის მანქანებისა და ოფიცრების წინააღმდეგ.
მინდა აღვნიშნო საქართველოს დედაქალაქის ორი მახასიათებელი:
1️. საღამოს და ღამის პროტესტის მიუხედავად, დღე თბილისი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას.
2️. საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ბოლო თვეებში შესამჩნევად შეიცვალა უკეთესობისკენ. ქუჩებში, ბაზრებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად კარგად ვლაპარაკობდი, ჩემი ყველას ესმოდა და რუსულადვე მპასუხობდნენ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პროფკავშირები პარტიებისა და პოლიტიკის მიღმაა. მათი მთავარი მიზანია მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, განურჩევლად პოლიტიკური ვითარებისა.
ახლა ვაჯამებ ყველა შეგროვებულ მასალას და რამდენიმე დღეში აუცილებლად გაგიზიარებთ თქვენ, მეგობრებს, ჩემს დასკვნებს და გაჩვენებთ ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს თბილისი დღე და ღამე", — წერს ალექსეი ლობარევი და პოლიციის თანამშრომლებთან გადაღებულ და თბილისის საპროტესტო აქციების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
პოსტს და ფოტოებს 10 დეკემბერს აქვეყნებს. 13-ში კიდევ ორ ვიდეოს აზიარებს. ერთ მათგანში საქართველოში მოგზაურობაა აღწერილი — როგორ დადის თბილისის ქუჩებში, მაღაზიებსა და რესტორანში. მეორე ვიდეოში კი აქციის კადრებია, ბოლოს კი პოლიციასთან პოზირებს.
ალექსეი ლობარევი პოლიციასთან პოზირებს
"პოლიცია ყოველთვის ერთიანი იყო, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა და პატივს ვცემდით ერთმანეთს", — ამბობს ლობარევი ვიდეოში.
ჩვენთვის უცნობია, ლობარევი შსს-ს თანამშრომლების მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში, თუ პროფკავშირების, ან საერთოდ ვინმეს მოწვევით იყო თუ არა ჩამოსული. დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე სტატია განახლდება.
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
-
ნახეთ: Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე? იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
-
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
-
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის? ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
-
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
-
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
-
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
-
რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს
-
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
კომენტარები