მარშანია რუსეთზე: ეგება და ნანობს თავის საქციელს, მიეცი საშუალება, რომ ჩააქროს ხანძარი
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი, ადა მარშანია, მიიჩნევს, რომ რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არაგონივრული საქციელი იყო. ამ საკითხზე, მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
როგორ აფასებთ იმ მოვლენას, რომ საქართველომ რუსეთს სახანძრო ვერტმფრენის გამოგზავნაზე უარი უთხრა?
არ იყო ჭკვიანური გადაწყვეტილება ამაზე [რუსეთიდან სახანძრო ვერტმფრენის შემოყვანაზე] უარის თქმა, ეს არც პატრიოტიზმია და არც ღირსების დაცვა.
რატომ?
ერთი ხელით ჩვენ უარს ვამბობთ მეზობელი ქვეყნიდან დახმარებაზე, მით უმეტეს თავად შემოგვთავაზა, მეორე ხელით დიდი სიამოვნებით ვუშვებთ ათასობით რუს ტურისტს საქართველოში რომ აქ დაისვენონ, თავისი ფულადი სახსრები დატოვონ და ისიამოვნონ. ყალბია ეს ყველაფერი, არც გონივრულია, არც პატრიოტულია და არც ღირსების შენახვაა ეს. არ არის ღირსეული ქმედება.
ეს არის არაჭკვიანური ქმედება და არაჭკვიანური მოქმედება.
მაგრამ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც იგივე ტყე 2008 წელს გადაწვა. მაინც უნდა მიგვეღო მისგან დახმარება?
იგივე ტყე რომ გადაწვა 2008 წელს, რუსეთმა გადაწვა რო? მე არ ვიცი. ვთქვათ, რუსეთმა გადაწვა ეს ტყე და წელს უნდა, რომ ჩააქრონ ხანძარი. მერე? 2008-ში გადაწვა, 2017-ში უნდა რომ დაგვეხმაროს ჩაქრობაში. ეგება და ნანობს თავის საქციელს და მიეცი საშუალება, რომ ჩააქროს. ეგება და თუნდაც რამე მინიმალური კონტაქტი დავამყაროთ. კრიზისული სიტუაციის დროს უზარმაზარ მეზობელ ქვეყანას, რომელიც ოკუპანტია, და ეგება ეს უფრო სხვა უკეთეს ფაქტებში გამოვლინდეს შემდგომში. ხომ იცით, ასეთი გამოთქმაა, Нет худа без добра. ეს მომენტი გვაქვს ახლა ჩვენ.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გზით [ვერტმფრენების გამოგზავნით] უნდოდა რუსეთს გამოესწორებინა ის, რაც 2008 წელს გააკეთა საქართველოში?
მე არ მინდა ეს ვთქვა, ეგება და თქო, ვარაუდის დონეზე.
საოკუპაციო ხაზს რომ წევენ თითქმის ყოველდღიურად, ამაში არ იგრძნობა, რომ რამის გამოსწორება სურს რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობაში.
არ იგრძნობა ნამდვილად იმიტომ, რომ არასწორ პოლიტიკას ვახორციელებთ ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო. არ გვინდა ჩვენ, ძალისხმევას არ ვატანთ, არ ვცდილობთ, რასაც ვაკეთებთ განცხადებებს, არაფრის მომტანი არ არის, მოქმედებაა საჭირო და აქტიურობა -გონივრული, ჭკვიანური და ტაქტიკურად სწორი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით რუსეთის ფედერაციამ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა რუსეთის დახმარება საჭირო არ გახდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის რაიონში ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, დღეს წაღვერის ტყეში ქარმა ხანძრის კერები გააღვივა, თუმცა, ახალი კერები აღარ გაჩენილა. ადგილზე მუშაობს სახანძრო ტექნიკა, მეხანძრეები და მოხალისეები. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოს ბორჯომის ხეობაში ნალექია მოსალოდნელი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები