მიხეილ ჯავახიშვილის 10 ფრაზა, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი ისეთი მწერალია, რომლის ნააზრევი, განჭვრეტილი და გაანალიზებული არასდროს კარგავს აქტუალობასა და საზოგადოებრივ მნიშვნელობას. თავისი ნამუშევრებით ჯავახიშვილი მუდამ ამხელდა მმართველი სისტემის მანკიერებას, ქართველი ერის სუსტ მხარეებს, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მტრის, რუსეთის დამანგრეველ გავლენას საქართველოზე, მუდამ უსვამდა ხაზს განათლებისა და ერთიანობის ძალას.
ჯავახიშვილი დიქტატურის დაუძინებელი მოწინააღმდეგე იყო. სწორედ ამიტომ, 1921 წელს საქართველოში იძულებით დამყარებულმა საბჭოთა რეჟიმმა მწერალი მალევე ამოიღო მიზანში. საქართველოს ჭეშმარიტ თავისუფლებაზე ოცნება და ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მიხეილ ჯავახიშვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდა — 1937 წელს ის სტალინის რეპრესიებს ემსხვერპლა და დახვრიტეს.
წარმოგიდგენთ მიხეილ ჯავახიშვილის რამდენიმე ციტატას, რომლებიც ყველას უნდა გვახსოვდეს, რათა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები დავიბრუნოთ, მოვიპოვოთ რუსული გავლენისგან თავისუფლება და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ანუ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც მიხეილ ჯავახიშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იბრძოდა.
ფოტო: ლიტერატურის მუზეუმი
"ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება. მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან" — ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან, 1926 წელი.
"შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი" — მიხეილ ჯავახიშვილის რჩევა ქალიშვილს.
"ჩემი ანდერძის დასასრული ... ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ“ — მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკი
"ჩვენ აღვსდგებით!
სულაც არ ვნაღვლობ, რომ სამშობლოსათვის ვკვდები. იმედად ის მრჩება, რომ ჩემს ასეთნაირად დაღუპვას ქართველები არ დაივიწყებენ," — ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან
"რუსი მწვალებელია და ამას ვერ გაიგებს,ის ნიადაგ ეძებს აზრს,წვალობს, ყველას აწვალებს და მაინც ვერ პოულობს, ვერც იპოვის” — ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან
"ამ ქვეყნად მაინც არსებობს სამართალი, ჯაყო! ის ურმით დასდევს ბოროტებას... ბოლოს უეჭველად წამოეწევა და ღღ...ღირსეულს მიუძღვნის.დაიხსომე ჩემი უკანასკნელი სიტყვა. მე მმ...მივდივარ, ჯაყო! წავალ და ან აღარ დაბრუნდები, ან გამარჯვებული დავბრუნდები. მაგრამ შენ ამიერიდან დღე-და-ღამ იმ სამართალს მოელოდე. ჩემს მაგივრად იგი მოვა და ანგარიშს გაგისწორებს. ბედმა მდევარმა შენ თუ არ მოგისწრო, შენს შვილებს მაინც წამოეწევა და კბილებით დაჰგლეჯს, შამფურზე შესწვავს, ნელ ცეცხლზე მოჰხრაკავს, ბნელ ორმოში ჩაჰყრის და თან გველის წიწილებს ჩააყოლებს..." — ჯაყოს ხიზნები
"მე უდანაშაულო ვარ!
ქართველი ხალხისა და სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თუ თქვენთვის ზვარაკია საჭირო, მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო...თქვენ მე მომსპობთ... მაგრამ იმას ვერასდროს ვერ მოსპობთ რაც მე დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით. მე გამანადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ," — მიხეილ ჯავახიშვილის ჩვენება 1937 წლის 14 აგვისტოს, დაპატიმრებისას.
"ყველას თავისუფლად შეუძლიან თავის რწმენა, აზრი იქონიოს, თავის რჯულს მისდიოს. შეუძლია სწამდეს ღმერთი, უარჰყოს იგი, ერთი სიტყვით თავის აზრის, რწმენისა და რჯულის საქმეში არავის არ უნდა დაეკითხოს, არავის შეუძლია ძალით მოახვიოს ესა თუ ის აზრი, რწმენა და რჯული. მით უმეტეს არავის შეუძლია ამა თუ იმ აზრის, ან რჯულის გულისათვის შეაწუხოს, ან სდევნოს ვინმე. ყველა ეს სინდისის საქმეა და მისი შეზღუდვა, შევიწროება არავის შეუძლია“ — მიხეილ ჯავახიშვილი, შვიდი თავისუფლება.
"დადგება დრო სანატრელი, როდესაც ქართველი ხალხი გადააგდებს მონობის უღელს თავისი ქედიდან და იცხოვრებს ისე სახელოვნად, როგორც უცხოვრია თავისი ძლიერების ხანაში," — ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან
"ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი“ — ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები