9 კითხვა, რომელზეც Wednesday-ს მეორე სეზონის დარჩენილმა ნაწილმა უნდა გვიპასუხოს
ფოტო: ScreenRant
სტატია შეიცავს სპოილერებს Wednesday-ს მეორე სეზონიდან
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Wednesday ნანატრი მეორე სეზონით დაბრუნდა. საბედნიეროდ, ახალი სეზონის პირველმა ნაწილმა მოლოდინები გაამართლა, თუმცა რამდენიმე საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა.
ფოტო: Netflix
ახალ სეზონში, უენსდეიმ ბევრ საიდუმლოს ფარდა ახადა, მათ შორის, გაიგო ავიანის ვინაობა, შეხვდა თავის იდუმალ სტალკერს და ა.შ. თუმცა რამდენიმე საიდუმლოს ამოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საიდუმლო ამოხსნილია.
წარმოგიდგენთ 9 კითხვას, რომელზეც Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილმა უნდა გვიპასუხოს:
1. დაიბრუნებს თუ არა უენსდეი თავის სუპერძალებს?
უენსდეი ადამსი პირველ და მეორე სეზონებს შორის ზაფხულს თავისი ზებუნებრივი უნარების იმ დონემდე ამოწურვაში ატარებს, რომ მეორე სეზონში "ცრემლებს ღვრის". მიუხედავად იმისა, რომ მორტიცია ცდილობს, უენსდეის უნარები ნელ-ნელა განავითაროს, ის დედის გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.
კადრი Wednesday-ს მეორე სეზონიდან
ფოტო: Netflix
პირიქით, უენსდეი იმ დონემდე იყენებს თავის ძალებს, რომ, საბოლოოდ, მათ კარგავს. როდესაც მისი ექსტრასენსული ხილვები ქრება, უენსდეი გადაწყვეტს, რომ გამოსავალი გუდის შელოცვების წიგნშია. თუმცა მორტიცია უენსდეის თვალდახუჭულ დუელში ამარცხებს და წიგნს წვავს.
Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილში უნდა დაზუსტდეს, სამუდამოდ გაქრა უენსდეის სუპერძალები? თუ შესაძლებელია მათი აღდგენა.
2. რატომ იქცევა დირექტორი ბერი დორტი ასე უცნაურად?
ბერი დორტს ეკრანზე გამოჩენის წამიდანვე შეატყობდით, რომ ის ზედმეტად საეჭვოა. ის ფაქტი, რომ დორტი, მანიპულაციის მეშვეობით, დაემუქრა ბიანკას, რათა თავისი სირენის სიმღერა შეესრულებინა (სხვა შემთხვევაში ბიანკა სტიპენდიას დაკარგავდა) — დარტს არც თუ ისე კეთილ პიროვნებად აქცევს.
დირექტორი ბერი დორტი
ფოტო: Netflix
მეორე ნაწილმა აუცილებლად უნდა გვიპასუხოს, რატომ იქცევა დირექტორი დორტი ასე უცნაურად, რატომ სურს მას მორტიციას დედის სკოლაში მოსვლა და რატომ იყო ის სატელეფონო ზარი ასეთი უცნაური. ამასთანავე, მეორე ნაწილში კარგი იქნება გავიგოთ, რატომ გახდა ის ევერმორის აკადემიის დირექტორი და როგორ გაიმართლებს თავს ბიანკას მანიპულაციის ბრალდებისგან.
3. გადაიქცევა სლარპი (ზომბი) ადამიანად?
სერიალის პირველ ნაწილში, უენსდეის ძმის ისტორია მთლიანად მის შინაურ ცხოველ, ზომბიზეა ორიენტირებული, რომელიც პაგსლიმ შემთხვევით ელექტროენერგიით გააცოცხლა. მეორე სეზონში სლარპიმ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ყოველი მკვლელობა მას უფრო მეტად ამსგავსებს ადამიანს.
ზომბი სლარპი
ფოტო: Netfllix
მკვლელობების შემდეგ, მისი ტვინი იზრდება, ნაკლებად ემსგავსება ზომბის და, ჩვენდა გასაკვირად, თავის პირველ სიტყვებსაც ამბობს.
საინტერესოა, გადაიქცევა საბოლოოდ სლარპი ადამიანად?
4. როგორაა სლარპი დაკავშირებული აუგუსტუს სტოუნჰართან?
რადგან სლარპი ვახსენეთ, ხომ არ გახსოვთ რა უთხრა სლარპიმ თავდასხმის დროს აუგუსტუსს? "გამარჯობა, ძველო მეგობარო" — ასე მიმართა ზომბიმ სტოუნჰარტს, მაგრამ საიდან ან როგორ იცნობდა სლარპი მას?
ფოტო: Netflix
თუკი აუგუსტის შესახებ ჭორები მართალია, ის გენიალური გამომგონებელი იყო. სტოუნჰარტი პასუხისმგებელი იყო LOIS-ის პროექტზე, რომელმაც მისი ქალიშვილი პირველ ნორმი-აუტსაიდერად აქცია.
სიკვდილამდელი სლარპი შესაძლოა ავგუსტუსის პროექტში მონაწილეობდა. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა, რომლის ჭეშმარიტების დადგენაში Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილი დაგვეხმარება.
5. რას იზამს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული ტაილერი?
როგორც აღმოჩნდა, ტაილერი ცოცხალია. როგორც ვიგებთ, ის იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა Wednesday-ს მეორე სეზონის პირველი ნაწილის ბოლოს, ის ბორკილებიდან თავის დაღწევას ახერხებს, კლავს მერილინს და თავს ესხმის უენსდეის.
ტაილერი/ჰაიდი
ფოტო: Netflix
როგორც ჩანს, მას განზრახვული აქვს შურისძიება აქვს უენსდეის და სხვა ნევერმორელების წინააღმდეგ. ავიანი და ტაილერი შესაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცნენ Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილში.
6. მერლინი ნამდვილად ტაილერის მასწავლებელი იყო?
როგორც აღვნიშნეთ, ტაილერმა მერლინი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაქცევამდე მოკლა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავი არ იქნებოდა, გარდა იმ ფაქტისა, რომ მერლინი მისი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო.
მერლინ ტორნჰილი
ფოტო: Netfllix
ამის გათვალისწინებით, სერიალის მეორე სეზონის მეორე ნაწილში უნდა დაზუსტდეს, იყო თუ არა მერილინი ნამდვილად ტაილერის მასწავლებელი. თუ ასე იყო, როგორ შეეძლო მას მისი მოკვლა?
7. ფსიქიატრიულში მყოფი ქალი ოფელია ადამსია?
ადამსების ოჯახის დანარჩენი წევრები მეორე სეზონში გაცილებით დიდ როლს თამაშობენ და დიდი აქცენტი კეთდება მორტიციას ურთიერთობაზე ეკრანს მიღმა არსებულ პერსონაჟ ოფელია ადამსთან. ოფელია მისი დაა და მასაც ექსტრასენსული ხილვები ჰქონდა. მორტიციას თქმით, უენსდეის ბებიამ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ დააპირისპირა.
კადრი Wednesday-ს მეორე სეზონიდან
ფოტო: Netflix
მოგვიანებით, ოფელიას ძალებთან დაკავშირებით რაღაც მოხდა, რის გამოც ის ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ იქ ცხოვრობენ ტაილერი, მერლინი და ავიანი.
იმის გათვალისწინებით, რამდენად წარმოაჩენდა სეზონი ოფელია ადამსს, გულშემატკივრებმა მაშინვე დაიწყეს ვარაუდი, რომ სწორედ ის ქალი დაეხმარა უენსდეის. თუ არა ოფელია ის, შესაძლოა, ტაილერის დედაც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქალის შესახებ მეტი უნდა გავიგოთ სერიალის მეორე სეზონის მეორე ნაწილში.
8. როგორ ჩაირიცხა ადამს გომესი ნევერმორის აკადემიაში?
Wednesday-ს პირველ სეზონში ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ნევერმორის აკადემიაში "ნორმები" არ ირიცხებიან და ჩვენ ასევე ვიცით ის, რომ ადამსი და მორტიცია ნევერმორის აკადემიაში ერთად სწავლობდნენ.
ადამს გომესი
ფოტო: Netflix
ეს გულისხმობს იმას, რომ გომესსაც აქვს რაიმე სახის უნარი, რაც მას "აუტსაიდერის" იარლიყს მიანიჭებდა. სერიალის მეორე სეზონის მეორე ნაწილში უნდა გავიგოთ, როგორ მოხვდა გომესი ნევერმორის აკადემიაში, თუ მას ძალები არ ჰქონდა.
9. გადაარჩენს უენსდეი ენიდს?
სერიალის პირველი ნაწილის განმავლობაში, უენსდეი თავისი დროის უმეტეს ნაწილს ენიდ სინკლერის მკვლელობის თავიდან აცილებაში ატარებს. ხილვებში ის ხედავს ენიდის საფლავს, ენიდს, რომელიც მომხდარში მას ადანაშაულებს და ცალთვალა ყვავს.
უენსდეი და ენიდი
ფოტო: Netflix
შესაძლოა, უენსდეიმ ჯუდი სპანეგელის საიდუმლო ვინაობა აღმოაჩინა, მაგრამ ენიდის სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რადგან ავიანი და ტაილერი თავისუფლები არიან, ეჭვგარეშეა, რომ ენიდის სიცოცხლე ისევ საფრთხეშია.
ამ კითხვებზე პასუხს ძალიან მალე გავიგებთ, რადგან სერიალ Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილს ნეტფლიქსზე 3 სექტემბერს ვიხილავთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
"გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე? "გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
კომენტარები