ტრანსი ქალების ფარული თავშესაფრის ისტორია — გამოფენა მეტროპოლიტენის მუზეუმში
რაც არ უნდა ამაღელვებელი იყოს ამ ხალხის [ტრანსი ქალების] ყოფის ამსახველი კადრების ნახვა, ეს მხოლოდ მცირე სურათია იმ მრავლისმომცველი და ხანგრძლივი ისტორიისა, რაც ტრანსებმა შექმნეს.
ალექსის კლემენტსის სტატია ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა აქ
დღესდღეობით, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე სიტყვა "აღმოჩენას" ირონიის გარეშე ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რატომაა რაღაც ამგვარად წარმოდგენილი. როცა მეტროპოლიტენის მუზეუმში Casa Susanna-ს გამოფენას ვეწვიე, ამ სიტყვამ გამოფენის საინფორმაციო ტექსტის პირველივე წინადადებაში მიიქცია ჩემი ყურადღება.
არც კი მახსოვს როდის გავიგე Casa Susanna-ს ფოტოების შესახებ. ალბათ მას შემდეგ, რაც მათზე დაწერილი პირველი წიგნი გამოქვეყნდა. ამბის თანახმად, მაიკლ ჰერსტი და რობერტ სვოუპი, წყვილი, რომელსაც მექსიკაში გადასვლამდე წლების განმავლობაში მანჰეტენზე ანტიკვარიატისა და დეკორის მაღაზია ჰქონდა, 2004 წელს ნიუ-იორკში, 26-ე ქუჩაზე მდებარე ძველმანების ბაზრობაზე წააწყდა 300 ფოტოს კეტსკილზის ორი კურორტიდან, რომელთაგან ერთ-ერთს იგივე სახელი ერქვა, რაც გამოფენას ჰქვია.
კურორტი სივრცესა და შესაძლებლობას სთავაზობდა იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ გენდერულ იდენტობას ეძებდნენ და სხვაგან ამის საშუალება არ ჰქონდათ. სხვადასხვა დროს ორივე კურორტს ფლობდნენ სუზანა ვალენტი — რომლის სახელსაც ერთ-ერთი კურორტი ატარებდა — და მისი ცოლი, მერი ტონელი. როგორც ჩანს, დღეისათვის ბევრი იმ ფოტოდან თავს ტრანსგენდერ ქალად მიიჩნევს და ზოგიერთმა მიიღო ეს იდენტობა.
სუზანა Casa Susanna-ს ნიშანთან
ჰანტერი, ნიუ-იორკი, 1964–1968
თუმცა 50-იანი და 60-იანი წლების თაობაში, ის, რაც მათ ამ თავშესაფრისკენ იზიდავდა იყო სხვა სქესის ტანსაცმლის ჩაცმა (Cross-dressing) 2005 წელს, ჰერსტმა და სვოუპმა გამოსცეს ფოტოებით სავსე წიგნი, რომელსაც ტექსტი საერთოდ არ ახლდა, რამაც ამ ფოტოებისა და ადამიანების ისტორიები ინტერპრეტაციის საგნად აქცია.
ამავე წელს ხელოვანმა სინდი შერმანმა ნიუ-იორკის ძველმანების ბაზარზე (შესაძლოა იქ, სადაც ჰერსტი და სვოუპი ხშირად დადიოდნენ) იმავე კურორტებზე გადაღებული 200-ზე მეტი ფოტო შეიძინა და თავის კოლექციას შემატა. მან რამდენიმე ფოტო 2016 წელს, ახალ ზელანდიაში გამართულ გამოფენაზე წარადგინა, ხოლო ზოგიერთს ახლა მეტროპოლიტენის გამოფენაზეც ნახავთ.
ფოტო: უცნობი ფოტოგრაფი
პირველი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, 10-იან წლებში, ფოტოებისადმი ინტერესი სხვებმაც გამოხატეს, ამჯერად უფრო მეტად დაინტერესდნენ იმ ამბებითა და ცხოვრებით, რომლებსაც ეს ფოტოები გამოხატავენ. 2014 წლის გაზაფხულზე ბროდვეიში დაიდგა მიუზიკლი Casa Valentina, რომელიც ამ ფოტოებით შთაგონებულმა ჰარვი ფიერშტეინმა დაწერა.
მოგვიანებით, იმავე წელს, გამოფენასთან ერთად კიდევ ერთი წიგნი გამოქვეყნდა, რასაც ფოტოების აუქციონი მოყვა. იმავე შემოდგომაზე Amazon Prime-ზე ჯოი სოლოვეის შოუს, Transparent-ის პირველი სეზონი გამოვიდა, რომელიც Casa Susanna-თია შთაგონებული. სიუჟეტურ ხაზში შემოდის მთავარი გმირის, ტრანსი ქალის ამბავი, რომელიც თავშესაფარს ეწვევა.
მალევე ონტარიოს ხელოვნების გალერეამ (AGO) ჰერსტისა და სვოუპის ფოტოები შეიძინა და 2016 წლის გამოფენაში — "უცხო — ამერიკული ფოტოგრაფია და კინო, 1950-1980-იანი წლები" — შეიტანა. ერთ-ერთი კურატორი სოფი ჰაკეტი იყო (სწორედ ის იყო მეტროპოლიტენის გამოფენის თანაორგანიზატორიც). სწორედ AGO-ს გამოფენიდან დაიწყო ამ ფოტოების კონტექსტის საჯაროდ გახმოვანება.
Casa Susanna-ს სტუმრების ფოტოები, 1960-იანი წლები
ფოტო: ანდრეა სიუზანი
ერთ-ერთი ბოლო დოკუმენტური ფილმი სებასტიან ლიფშიცის რეჟისორობით შეიქმნა ფოტო-ისტორიკოსთან და Casa Susanna-ს თანაორგანიზატორთან ისაბელ ბონესთან თანამშრომლობით. ფილმში შესულია ინტერვიუები თავშესაფრის სტუმარ ქალებთან. ასევე მარი ტონელის შვილიშვილთან, რომელიც ბავშვობაში იმ ტერიტორიაზე თამაშობდა და არაერთხელ შეპარულა სტუმრების მიერ გამართული წარმოდგენების სანახავად.
დღეს ჩვენ ვიცით იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ფოტოზე არიან აღბეჭდილნი, ვიცით მათი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, მათი გასაჭირისა და სიხარულის შესახებ. ვიცით ისეთი ადამიანური დეტალებიც კი, როგორიცაა მაგალითად, ვინ დაარღვია აკრძალვა საცურაო კოსტუმით პოზირებაზე. ჰაკეტსა და ბონეტს აქვთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნი, ისტორიკოს სუზან სტრაიკერის შესავლით. წიგნი გამოქვეყნდა ახლანდელი გამოფენის ორ წინამორბედ ვერსიასთან ერთად. და მაინც, სიტყვა "აღმოჩენა" კვლავ გვხვდება გამოფენაზე.
ფოტოსესია ლილისთან, ვილმასთან და მეგობრებთან ერთად
Casa Susanna, ჰანტერი, ნიუ-იორკი, 1964–1968
ვიტყოდი, რომ გამოფენა კარგია. ორგანიზატორები ქებას იმსახურებენ იმ კვლევისა და ზრუნვისთვის, რაც მათ ამ საქმეში ჩადეს, რათა სურათები და ადამიანები მთელი სიღრმით ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. გამოფენა გვიჩვენებს კამერის როლს თვითწარმოჩენის პროცესში. ამასთან, ის გვთავაზობს ტრანსების პერსპექტივას და ხსნის, რატომ ერჩივნათ მათ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში პოლაროიდების გამოყენება და ფოტოების თავად ბეჭდვა, ვიდრე გარისკვა და მათი ლაბორატორიაში გაგზავნა.
მაგრამ აღმოჩენების იდეა კვლავ ცოცხლობს ამ ფოტოების ირგვლივ არსებულ ბევრ კულტურულ ნიმუშში. სამწუხაროა, როცა საზოგადოება, რომელიც გარკვეულ ჯგუფს მისგან გარიყავს, მოგვიანებით იმავე ჯგუფს და მათი გადარჩენის გზებს საკუთარ აღმოჩენად თვლის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ვლანძღო ვინმე, ვისაც ამ სურათებთან წლების განმავლობაში უმუშავია — განსაკუთრებით ისინი, ვინც უდიდესი შრომა ჩადო წარმოდგენილ ნამუშევართა კვლევაში. პირიქით, მე მაინტერესებს, რა ახალი გზებით შეგვიძლია ამ ამბების მოყოლა.
რაღაც უცნობის აღმოჩენა შეგვიძლია მივიჩნიოთ მოწოდებად, რომ მის მიმართ პასუხისმგებლობა გვმართებს. ამ ადგილებსა და ადამიანებს იცნობდნენ, უბრალოდ არა ყველა. მათთან პირველად შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ გავიგოთ და გავაანალიზოთ რატომ იყო აუცილებელი წვდომის შეზღუდვა ისეთ ადგილებზე, როგორიც Casa Susanna იყო და რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაცისთვის ძვირფასი ნივთები — მათი ცხოვრების ჩანაწერები და მათ მიერ შექმნილი ერთობები — საბოლოოდ ძველმანების ბაზარზე აღმოჩნდა და არა მათ საყვარელ ადამიანებთან. ეს კითხვები გვაფიქრებს სხვა ფოტოებზეც, რომლებსაც ისეთი ადამიანები ფლობენ, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ (ან ძალიან მცირე საერთო აქვთ) ამ ნივთებთან.
სუზანა, მერილინ და მარიანა ჰანტერი, ნიუ-იორკი
1963
"აღმოჩენა" იმასაც გულისხმობს, რომ მსგავსი არსად არაფერი ინახება. მართალია, ამ ფოტოებში აღბეჭდილი სამყარო ბევრი თვალსაზრისით უნიკალურია, მაგრამ როგორც ადამიანი, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია მოხალისეობრივად მუშაობს საზოგადოების მიერ შექმნილ ლესბოსელთა არქივში, გარწმუნებთ, რომ ზოგადად, ერთი ან ორი მაგალითის აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი თვითგადარჩენის სტრატეგიები მრავალი სახლის, ფარული სივრცისა და განსაკუთრებული ადგილის ისტორიასთან იკვეთება.
ამიტომ გირჩევთ, რომ ნახოთ ეს გამოფენა და უფრო ახლოს გაიცნოთ ტრანსების მიერ შექმნილი მზარდი არქივებიც, რომლებიც მიზნად ისახავენ ტრანსების ისტორიების შეგროვებასა და გადმოცემას. აი, რამდენიმე მათგანი, რომლითაც შეიძლება დაინტერესდეთ:
- ახლად დაარსებული ნიუ-იორკის ტრანსგენდერთა არქივი (NYC Trans Archives);
- ლუის ლოურენსის ტრანსგენდერთა არქივი (Louise Lawrence Transgender Archive);
- ტრანსგენდერთა ციფრული არქივი (Digital Transgender Archive);
- შავკანიან ტრანსთა არქივი (Black Trans Archive);
- ტრანსების ხელმძღვანელობით შექმნილი Archivo Cubanecuir;
- არგენტინის ტრანსების მეხსიერების არქივი El Archivo de Memoria Trans.
რაც არ უნდა ამაღელვებელი იყოს ამ ხალხის [ტრანსი ქალების] ყოფის ამსახველი კადრების ნახვა, ეს მხოლოდ მცირე სურათია იმ მრავლისმომცველი და ხანგრძლივი ისტორიისა, რაც ტრანსებმა შექმნეს.
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში (The Metropolitan Museum of Art) Casa Susanna 2026 წლის 25 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი. გამოფენის კურატორები არიან იზაბელ ბონე, სოფი ჰაკეტი და მია ფაინმენი.
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები