"პორნოგრაფიული ნამუშევარი" — დანიაში დიდი ქალთევზას ქანდაკებას აიღებენ
ფოტო: Tim Panduro / Dragoer Nyt
ცხარე დებატების შემდეგ, დანიაში დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლის "დიდი ქალთევზას" ქანდაკებას, რომელიც წლებია კრიტიკის ობიექტია მისი "გადაჭარბებული ფორმებისა" და დიდი მკერდის გამო, მალე მოხსნიან, იუწყება ადგილობრივი მედია. ქანდაკებას ზოგი "მახინჯსა" და "პორნოგრაფიულს" ეძახის, ხოლო დანიელმა ჟურნალისტმა სორინე გოტფრედსენმა მას "მამაკაცის სექსუალური ფანტაზია — როგორი უნდა იყოს ქალი" უწოდა.
დიდი ქალთევზას ქანდაკება
ქანდაკება თავდაპირველად 2006 წელს კოპენჰაგენში, ცნობილი "პატარა ქალთევზას" ქანდაკებიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დაამონტაჟეს. მისი პროვოკაციული ფორმები თავიდანვე იწვევდა კრიტიკას. 2018 წელს იგი ქალაქის სამხრეთით, დრაგერის ციხესიმაგრეში გადაიტანეს, მაგრამ ახლა დანიიის სასახლეთა და კულტურის სააგენტო გეგმავს მისი სრულად აღებას, რადგან ფიგურა "არ შეესაბამება" ციხესიმაგრის, როგორც 1910 წლიდან არსებული ისტორიული ობიექტის, კულტურულ მემკვიდრეობას.
გამოცემა Politiken-ის ხელოვნების კრიტიკოსმა, მატიას კრიუგერმა, ქანდაკებას "მახინჯი და პორნოგრაფიული"უწოდა, ხოლო გოტფრედსენმა Berlingske-ში აღნიშნა, რომ ასეთი გამოსახულება "ქალების საკუთარ სხეულთან მიღების შეგრძნებას ვერ შეუწყობს ხელს". Berlingske-ის დებატების რედაქტორმა, ამინატა კორ ტრეინმა კი ეს კრიტიკა ბოდი-შეიმინგს შეადარა და იკითხა: "ქალის მკერდი აუცილებლად განსაზღვრული ფორმისა და ზომის უნდა იყოს, რომ საზოგადოებაში გამოჩნდეს?"
ქანდაკების ავტორი, პიტერ ბეკი, თავის ნამუშევარს იცავს და ამბობს, რომ ქალთევზას მკერდი "პროპორციულია".
პიტერ ბეკი თავის ნამუშევართან ერთად
ფოტო: Tim Panduro / Dragoer Nyt
"სავსებით ნორმალური პროპორციებია მისი ზომისთვის. ცხადია, დიდი ქალის მკერდიც დიდი იქნება", — უთხრა მან ტელეკომპანია TV 2 Kosmopol-ს. მისი თქმით, ქანდაკება ტურისტებს იზიდავს და კრიტიკა "სრული სისულელეა". ბეკმა ასევე შესთავაზა ქანდაკების დონაცია ციხესიმაგრეს, მაგრამ დრაგერის მუნიციპალიტეტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰელე ბართმა, აღნიშნა, რომ "ის დიდ ადგილს იკავებს და რთულია გარემოში მისი ჩატევა".
კოპენჰაგენი ცნობილია 1913 წელს ედვარდ ერიკსენის მიერ შექმნილი ბრინჯაოს "პატარა ქალთევზას" ქანდაკებით, რომელიც ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარს ეფუძნება და ქალად ქცევის პროცესში მყოფ ქალთევზას გამოსახავს.
ედვარდ ერიკსენის პატარა ქალთევზა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები