ბრიტანეთის პარლამენტის 5 დეპუტატი “ოცნებას” მოუწოდებს, შეწყდეს პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, გააუქმონ რეპრესიული კანონმდებლობა და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები
პარტია თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე წერს, რომ ემიგრანტების დახმარებით ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს ღია წერილით მიმართეს და მიაწოდეს ინფორმაცია 60-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რეპრესიებზე, ბაჩიაშვილის გატაცებაზე, ოპოზიციის ლიდერების დაჭერასა და მედიის თავისუფლების ხელყოფაზე. ისინი ბრიტანეთის ხელისუფლების გააქტიურებას, განსაკუთრებით სანქციების მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილ ფინანსურ მხარდაჭერას და პარლამენტში საქართველოს საკითხის წამოჭრას ითხოვენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პარლამენტი სექტემბრამდე ისვენებს, წამოვიწყეთ კამპანია და ემიგრანტების დახმარებით მივმართეთ პარლამენტის წევრებს ღია წერილით. მივაწოდეთ ინფორმაცია 60-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რეპრესიებზე, ბაჩიაშვილის გატაცებაზე, ოპოზიციის ლიდერების დაჭერასა და მედიის თავისუფლების ხელყოფაზე.
ვითხოვთ ბრიტანეთის ხელისუფლების გააქტიურებას, განსაკუთრებით სანქციების მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილ ფინანსურ მხარდაჭერას და პარლამენტში საქართველოს საკითხის წამოჭრას. ასევე, ვთავაზობთ ბრიტანეთს, სხვა ქვეყნებთან ერთად შეახსენონ ქართულ ოცნებას, რომ არსებული სიტუაციიდან მათთვის შედარებით უმტკივნეულო გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება, დასავლეთის გარანტიებით.
გთავაზობთ ჩვენს წერილზე გამოხმაურებას ბრიტანეთის პარლამენტის 5 დეპუტატის მხრიდან, მათ შორის 4 მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელია.
"ახლავე უნდა შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობა... მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და მონახოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან," — ჯეიმს მიურეი, ლეიბორისტული პარტია.
"ვგმობ პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერების ტალღას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას. ზუსტად რეპრესიების ამ ტალღამ გამოიწვია ბრიტანეთის და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესება," - ბამბოს ჩარალამბოსი, ლეიბორისტული პარტია.
"ვიცი, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება პირდაპირ ესაუბრა ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებს. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობა ჩემთვის შემაშფოთებელია," — დერენ პაფი, ლეიბორისტი.
"კონსერვატიული პარტია აღარ ვართ ხელისუფლებაში, თუმცა ვაგრძელებთ საკითხზე დაკვირვებას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს საკითხზე შეკითხვების დასმას," - ოპოზიციის ლიდერის, კონსერვატორი კემი ბადენოკის ოფისი.
"ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და პროტესტის მონაწილეების მიმართ… ბრიტანეთმა უკვე დააწესა სავიზო და სხვა სახის სანქციები დამნაშავეებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დასაცავად," — ტულიფ სიდიქი, ლეიბორისტული პარტია.
წერილი გადაეცა კიდევ რამდენიმე დეპუტატს, ლორდსა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს. სანამ მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთზე ფიზიკურად ძალადობით არიან დაკავებულნი, ვაგრძელებთ ბრძოლას "ქართული ოცნების" იზოლაციისთვის ყველა დონეზე", — წერს დავით ჯინჭარაძე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები