ვინ დახატა სინამდვილეში? ათწლიანი დავა მხატვრის სასარგებლოდ დასრულდა
უდაბნოს პეიზაჟის შესახებ მრავალწლიანი და უჩვეულო დავა დასრულდა და აშშ-ის ილინოისის შტატში ფედერალურმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა შოტლანდიელ ხელოვანს, პიტერ დოიგს. მხატვარს ედავებოდნენ, რომ ეს ნახატი მან დახატა, თუმცა დოიგი ნამუშევრის ავტორობას კატეგორიულად უარყოფდა. 2025 წლის 29 ივლისს სასამართლომ ძალაში დატოვა წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩიკაგოელი გალერისტი პიტერ ბარტლოუ, სურათის მფლობელი რობერტ ფლეჩერი და მათი ადვოკატი ვილიამ ზისკე ვალდებულნი არიან დოიგს 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადონ, მათ შორის იურიდიული ხარჯების ანაზღაურებით.
დავა 2013 წელს დაიწყო, როდესაც ფლეჩერმა და ბარტლოუმ სარჩელი შეიტანეს დოიგისა და მისი გალერეის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ 1976 წელს შესრულებული და პიტ დოიჯის (Pete Doige) ხელმოწერილი პეიზაჟის ავტორი პიტერ დოიგი (Peter Doig) იყო. ფლეჩერის თქმით, მან ეს ტილო 100 დოლარად შეიძინა ტანდერ ბეის ციხის ერთ-ერთი პატიმრისგან, სადაც ის მუშაობდა. მისი ვერსიით, პატიმარი სწორედ დოიგი იყო, რომელმაც ნამუშევარი ციხეში ხატვის კურსზე შექმნა.
სადავო ნახატი
ნამუშევარი, როგორც ვარაუდობენ, შესრულებულია პიტერ დოიჯის სახელით ცნობილ კაცის მიერ და არა შოტლანდიელი მხატვრის, პიტერ დოიგის მიერ
ფლეჩერმა 2011 წელს გაიგო, რომ დოიგის ნამუშევრები აუქციონებზე მილიონობით დოლარად იყიდებოდა, და ჩათვალა, რომ მისი ტილოც შესაძლოა დიდ ფასად გაეყიდა. ბარტლოუ დოიგს დაუკავშირდა ნახატის ავტორობის დასადასტურებლად, თუმცა დოიგის წარმომადგენელმა გორდონ ვენეკლასენმა, კატეგორიულად უარყო კავშირი ნამუშევართან.
დოიგის ადვოკატებმა სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებები, რომ იგი არასოდეს ყოფილა კანადაში დაპატიმრებული და არც კრიმინალური წარსული ჰქონია. მათ ასევე იპოვეს მერლინ დოიჯ ბოვარდი, რომლის გარდაცვლილი ძმა, პიტერ ედვარდ დოიჯი, 1970-იან წლებში ნამდვილად იხდიდა სასჯელს იმავე დაწესებულებაში და ხატავდა მსგავს ნამუშევრებს. დოიჯის დის თქმით, სურათზე გამოსახული ადგილი მათი ბავშვობის გარემოს ჰგავს არიზონაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
მიუხედავად ამისა, ფლეჩერი, ბარტლოუ და მათი ადვოკატი წლების განმავლობაში აგრძელებდნენ დავას. 2016 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ სურათი არ იყო პიტერ დოიგის ნამუშევარი და ავტორად პიტერ დოიჯი დაასახელა. დოიგმა შემდეგ მოითხოვა მომჩივანებისთვის სანქციების დაწესება მავნე და ბოროტად გამოყენებული სარჩელის გამო. 2023 წელს მათ სასამართლომ 2,5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო 2025 წლის ივლისში ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. დოიგმა თქვა, რომ ამ თანხას გადასცემს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც პატიმრებს ხელოვნების შესაძლებლობებს აზიარებს.
ვინ არის პიტერ დოიგი?
პიტერ დოიგი შოტლანდიაში დაიბადა, მოზარდობის პერიოდში კი კანადაში ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში მუშაობდა გაზის საბურღზე.
დავამდე ფლეჩერი ამტკიცებდა, რომ 1975 წელს დოიგი ტანდერ ბეის უნივერსიტეტში შეხვდა, ხოლო მალევე LSD-ის ფლობის ბრალდებით ახალგაზრდულ ციხეში მოხვდა, სადაც ხატვის კურსზე შექმნა სწორედ ის პეიზაჟი, რომელიც ფლეჩერის სახლს ამშვენებდა. ფლეჩერის ვერსიით, დოიგმა ნამუშევარი მას $100-ად, სამსახურის პოვნაში დახმარების სანაცვლოდ, მიჰყიდა.
მხატვარი, პიტერ დოიგი
დოიგი კი კატეგორიულად უარყოფდა ამ ისტორიას, ამბობდა, რომ არასოდეს ყოფილა ტანდერ ბეიში და 1979 წლამდე ტილოზე ხატვაც არ დაუწყია. ის ასევე ღიად ამბობს: "მოდი, ვაღიაროთ — შესაძლოა, ერთხელ ან ორჯერ მიმიღია LSD, მაგრამ ეს სურათი მე არ დამიხატავს. ეს ისტორია თავიდან ბოლომდე არასწორია". მისი გალერისტის თქმით, ხელმოწერა აშკარად არ ემთხვევა დოიგისას, ხოლო კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სურათი სტილისტურად სრულიად განსხვავდებოდა მისი ცნობილ ნამუშევრებისგან.
წლების განმავლობაში გაჭიანურებული და მტკიცებულებებით სავსე ეს ათწლიანი დავა კი საბოლოოდ დოიგის სასარგებლოდ დასრულდა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები