პანდები და პოლიტიკა: რას ნიშნავს პანდას დიპლომატია?
ფოტო: The Collector
ზოოპარკში წასვლა და პანდების ნახვა ნამდვილად სასიამონო გამოცდილებაა, მაგრამ იცით თუ არა, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ ზოოპარკებში პანდების არსებობა ერთგვარი დიპლომატიური ჟესტის შედეგია?
პანდას დიპლომატია ოფიციალური სახელია იმისა, თუ როგორ და რატომ გავრცელდნენ პანდები მსოფლიოს ზოოპარკებში. "დიპლომატიის" დარქმევის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩინეთი პანდებს თავისი დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად იყენებდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წელს ჩამოყალიბდა. ქვეყანამ, რომელსაც იმ დროს მაო მართავდა, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური პანდების გასესხება დაიწყო, რათა ისინი ჩინეთის ელჩებად ქცეულიყვნენ. თავდაპირველად, პანდები გადაეცათ კომუნისტურ ქვეყნებს, რადგან ეს ის კავშირები იყო, რომლითაც იმ დროის ჩინეთი ინტერესდებოდა. ეს მოიცავდა ძირითადად ჩრდილოეთ კორეასა და ყოფილ საბჭოთა კავშირს.
როდის იქცა პანდას დიპლომატია ერთგვარ ტრადიციად?
ჩინეთის მეთაური მაო და იოსებ სტალინი
ეს ტრადიცია 1957 წლიდან არსებობს ჩინეთში, რომლის მიხედვითაც მეგობრულ სახელმწიფოს დიპლომატიური საჩუქრის სახით წყვილი პანდა ეგზავნება.
ტრადიცია მე-7 საუკუნიდან მომდინარეობს. როცა ჩინეთმა მეგობრობის ნიშნად იაპონიის იმპერატორს წყვილი პანდა გაუგზავნა.
მსოფლიოს ზოოპარკებში არსებული ყველა პანდა ჩინეთის საკუთრებად ითვლება, მათი სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფომ ჩინეთს მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს, ახალი ნაშიერი კი, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დაიბადოს, აუცილებლად ჩინეთს უნდა გადაეცეს.
პრეზიდენტი ნიქსონი და პანდას დიპლომატია
ფოტო: The Collector
სწორედ რიჩარდ ნიქსონის დამსახურებაა, რომ აშშ-ს ზოოპარკებში პანდების ნახვა შესაძლებელი გახდა. ნიქსონის პირველი ვიზიტი ჩინეთში, რომელიც 1972 წლის თებერვალში შედგა, გადამწყვეტი მომენტი იყო, რადგან ორი ათეული წლის განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის მყარი დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა. სადილზე პირველმა ლედიმ, პეტ ნიქსონმა აღნიშნა, თუ როგორ უყვარდა პანდები. მათ უთხრეს, რომ ჩინეთი სიამოვნებით აჩუქებდა შეერთებულ შტატებს პანდებს და საჩუქრად პეკინმა ვაშინგტონს ორი პანდა გაუგზავნა.
თუ ჩინეთი რომელიმე ქვეყნიდან პანდების გამოთხოვას იწყებს, ეს თავისთავად დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ჩინეთმა 2023 წელს ვაშინგტონიდან სამი პანდა დაიბრუნა, აშშ-ში მხოლოდ ოთხი პანდა დარჩა, რომლებსაც ჩინეთი სავარაუდოდ ამ წლის ბოლოსთვის გამოითხოვს.
ანალიტიკოსების აზრით, თუ ჩინეთი და აშშ შეთანხმებებს არ განაახლებენ, ამერიკაში არც ერთი გიგანტური პანდა აღარ დარჩება, რაც 1972 წლიდან დღემდე არ მომხდარა.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები