საფრანგეთში აზერბაიჯანელი აქტივისტი მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა
აზერბაიჯანელი უფლებათა დამცველი და აქტივისტი ვიდადი ისღანდარლი საფრანგეთში, მრავლობითი ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე, გარდაიცვალა.
29 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ მულჰაუსში, ვიდადი ისღანდარლი სამი უცხო პირი დაესხა თავს. მრავლობითი ჭრილობების მიყენების შემდეგ, აქტივისტი ადგილობრივ საავადმყოფოში სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.
“მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა ფილტვები, დაზიანებული იყო ღვიძლიც. ყველაზე მეტი ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა", — განუცხადა ისღანდარლის ძმამ, ოქტაი ისღანდარლიმ OC-Media-ს.
ვიდადის ძმა ასევე პოლიტიკური დევნილია, მან ძმასთან საუბარი გარდაცვალებამდე შეძლო.
"მან [ვივადიმ] თქვა, რომ ორი კაცი ხელებს უკავებდა, ერთი – დანას ურტყამდა. ის საკუთარ ოფისში დაჭრეს და არა სახლში. იგი ამ სივრცეს პირდაპირ ჩართვებისთვის სამუშაოდ იყენებდა. ზოგჯერ, სამსახურის შემდეგ როცა შეუგვიანდებოდა, იქ რჩებოდა", — თქვა ოქტაი ისგანდარიმ.
მისივე მტკიცებით, მის ძმას საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ორჯერ დაესხნენ თავს. ამასთან დასძინა, რომ ვიდადის თავდამსხმელების ეროვნების ამოცნობა უჭირდა.
"პირველი თავდასხმა 2022 წლის ზაფხულში მოხდა. მას ღამით კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს. ამჯერად მითხრა, რომ ეს რუსები ან ფრანგები უნდა ყოფილიყვნენ. თავდამსხმელებს ჰკითხა, რას ითხოვდნენ მისგან, რატომ ურტყამდნენ დანას, რაზეც მათ პასუხი არ გასცეს”, — თქვა ძმამ.
პირველი თავდასხმის შემდეგ, ოქტაი ისღანდარლი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მისი ძმის უსაფრთხო ადგილას დაბინავების თხოვნით მივიდა.
"მათ სააგენტოსთან გადამამისამართეს, რომელიც პოლიტიკურ დევნილებზე მუშაობს. დამპირდნენ, რომ მას საცხოვრებელ ადგილს შეუცვლიდნენ. ვგეგმავდი, რომ გამეგზავნა მოთხოვნა მთავრობისთვის ამ ცვლილების განსახორციელებლად. არ ველოდი, რომ ის მოკვდებოდა [...] შუშის ჩამსხვრევა და ოთახში შეჭრა ძალიან მარტივია ამ შენობაში. ვფიქრობ, იმიტომ უთვალთვალეს, რომ დროს მუდმივად ოჯახთან ატარებდა. მხოლოდ მაშინ იყენებდა ოფისის, როცა პირდაპირი ეთერი ჰქონდა, ოჯახის წევრების საფრთხისგან იცავდა. ღამე [ოფისის] შემოსასვლელ კარს კეტავდა”, — ამბობს ოქტაი.
იქამდე, სანამ საფრანგეთში გააგრძელებდა ცხოვრებას, ძმები საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობდნენ.
"2017 წელს საქართველოში ვიმყოფებოდით. ვიდადი და მე საქართველოში პოლიტიკური დევნილების სტატუსით ვცხოვრობდით. მრავალჯერ მიგვიღია მონაწილეობა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებში. როდესაც [აზერბაიჯანელი ჟურნალისტი] აფღან მუხტარლი გაიტაცეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დახმარება შემოგვთავაზეს საქართველოს დასატოვებლად, რადგან მათ თქვეს, რომ [საქართველო] ვერ უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას”, — თქვა ოქტაიმ.
გამოჩენილი ჟურნალისტი, აფღან მუხტარლი აზერბაიჯანში კორუფციას იკვლევდა. იგი თბილისში, ქუჩიდან, 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს, აზერბაიჯანის ციხეში გამოჩნდა. ბრალდებად ქვეყნის საზღვრის არალეგალური კვეთა წაუყენეს.
ამ გაფრთხილების შემდეგ, ძმები საფრანგეთში გადავიდნენ. მაშინ ოქტაი ისღანდარლიმ ძმას უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან ევროპაში ყოფნა სრულ უსაფრთხოებას არ ნიშნავდა.
"[აზერბაიჯანის] შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ვიდადი ისღანდარლის ექსტრადიცია მოითხოვეს, თუმცა საფრანგეთის მთავრობამ მოთხოვნაზე უარი თქვა", — აცხადებს ოქტაი. მისი თქმით, ძმის ექსტრადიციის ფაილი სახლში აქვს შენახული.
ისღანდარლი ცნობილი იყო მთავრობისადმი მკაცრი კრიტიკით და უხამსობების გამოყენებითაც.
"მე მისი ლაპარაკის მანერით და მკაცრი ინტერპრეტაციების გამო აღშფოთებული ვიყავი. მან მკითხა: "როგორ ფიქრობ, მართავს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ილჰამ ალიევი ქვეყანას ეთიკური ნორმების დაცვით, მე რომ მის წინააღმდეგ სათანადოდ მოვიქცე?", — აცხადებს ანონიმურობის დაცვით OC-Media-სთან აზერბაიჯანელი უფლებადამცველი.
მარტში, ყოფილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატი და დეპუტატი ზაჰიდ ორუჯი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკურ დევნილებს, ალიევისთვის ღირსებისა და პატივის შელახვისთვის დაემუქრა.
"1951 წელს ლტოლვილთა სტატუსზე მიღებული კონვენცია ამ ადამიანებისთვის იმუნიტეტს არ უზრუნველყოფს. თუ სასამართლო და კანონიერი სახელისუფლებო მექანიზმები პრეზიდენტის პატივისა და ღირსების დასაცავად არ იმუშავებს, მაშინ პოლიტიკური დევნილების საქმიანობა ლეგიტიმური გზებით უნდა გავანეიტრალოთ", — განაცხადა ორუჯმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში? გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში?
გადახედვა
-
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
-
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში
-
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში
გადახედვა
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ" ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ"
გადახედვა
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა
კომენტარები