ქართველი ანტრეპრენერი ლონდონში
ფოტო: ნუცა თოხაძე
Omnicom Media Group Holding-ი გლობალური, მარკეტინგის და მედია კომუნიკაციების ამერიკული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიუ-იორკშია. ნუცა თოხაძე ლონდონის ოფისში მისი ერთ-ერთი სააგენტო Annalect Group-ის მონაცემთა მეცნიერების გუნდში უფროსი ანლიტიკოსი და პროექტის ლიდია, და ევროპის და აზიის ბაზარზე დიდ კომპანიებს ეხმარება ყოველწლიური მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაში, მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამასთან ერთად ნუცა ლონდონში საკუთარ სტარტაპს აწყობს.
მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბევრ დარგში. მაგალითად, როგორიცაა ეკონიმიკა და ბიზნესი, მედიცინა და სხვა. თუ მოვლენის და პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილია, მაშინ ამ პრობლემის აღმოფხვრა გაცილებით მარტივი ხდება.
ნუცა თოხაძის მიერ დაფუძნებული სტარტაპი VASO AI LTD კი სწორედ ამ კავშირების დადგენას ცდილობს მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა მეთოდის და ტექნიკის გამოყენებით როგორიცა causal graphs-ს, neural networks-ს და სხვა.
"ეკონომიკაში ერთ-ერთი გამოწვევა იმის ზუსტი გაზომვაა, თუ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკურ პოლიტიკას - როგორც ფისკალურს, ისე მონეტარულს- მთლიანად ეკონომიკაზე. მაგალითად, საფინანსო სექტორზე, დასაქმებაზე და ა.შ. როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ბიზნესში, მაგალითად, როგორიცაა მარკეტინგი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმის ზუსტი დადგენაა, თუ რა როლს ასრულებს მომხმარებლის საბოლოო გადაწყვეტილებაში ესა თუ ის მარკეტინგული არხი /პლატფორმა, რა დოზით მონაწილეობს და რომელ არხს/არხებს აქვთ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია; მედიცინაში კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმის გარკვევაა, თუ რომელ დაავადებას რა იწვევს და სად არის რეალური მიზეზი", — აღნიშნა ანტრეპრენერთან საუბრისას ნუცამ.
"სტარტაპის მიზანი არის მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მაქსიმალური სიზუსტით გაზომვა, რაც დაეხმარება როგორც მაკროეკონიმიკის დონეზე- სახელმწიფო სტრუქტურებს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვაში, განხორციელებაში, და შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიან და მიზნობრივ ხარჯვაში, ისე მიკროეკონომიკის -ფირმების დონეზე, კომპანიებს ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაში, ინვესტიციების წარმატებით განხორციელებაში და გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებაში, საბოლოოდ კი მოგების ზრდაში. კომპანია ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარება სამედიცინო სფეროს სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცრებაში.
პროფესიით ვარ ეკონომისტი და მათემატიკოსი — მონაცემთა მეცნიერების განხრით. საქართველოში ცხოვრებისას აქტიურად ვმუშაობდი ეკონომიკის მიმართულები, სადაც დავინახე, მაკროეკონომიკის დონეზე თუ რამდენად დიდი პრობლემებია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვისას, ეკონომიკაზე მისი ზეგავლენის და ეფექტების გაზომვაში და შესწავლაში, მაგალითად, როგორიცაა დასაქმებაზე, ფინანსურ სექტორზე, მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) და ა.შ. უკვე მესამე წელია, რაც მიკროეკონომიკის-ფირმების დონეზე ვმუშაობ ლონდონში დიდ მარკეტინგულ კომპანიებში, სადაც მსხვილ კომპანიებს ვეხმარები ყოველწლიური მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაში და ინვესტიციების განხორციელებაში მონაცემთა მეცნირების სხვადასხვა ტექნიკის და მეთოდის გამოყენებით. ლონდონში დაგროვილმა გამოცდილებამ დამანახა, რომ იმის მაქსიმალური სიზუსტით გაზომვა, თუ მომხმარებლის საბოლოო გადაწყვეტილებაში რომელი მარკეტინგული არხი/პლათფორმა რა დოზით/კონტრიბუციით მონაწილეობს, ჯერ კიდევ რთულია და ბევრი რამის დახვეწა არის საჭირო და განსავითარებელი. ასევე, ჩემი ოჯახის წევრების ნახევარი ექიმები არიან და შედეგად, ამ დარგშიც ბევრი რამ მესმის და ვიცი, თუ რამხელა პრობლემებია ამა თუ იმ დაავადებების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისას. ამ პრობლემებიდან გამომდინარე არჩევანი სწორედ ამ სტარტაპ იდეაზე შევაჩერე, რაზეც აქტიური მუშაობა ამ ზაფხულს დავიწყე“", — გვიხსნის ნუცა.
VASO AI ნუცამ 2023 წლის მაისში ლონდონში დააარსა. იმ პერიოდისთვის რამოდენიმე სტარტაპ იდეა უკვე ჰქონდა, თუმცა არ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტულად რა მიმართულებით განავითარებდა კომპანიას და რომელ იდეაზე შეჩერდებოდა. ასევე, ჯერ კიდევ შესაძენი ჰქონდა გამოცდილება და კონტაქტები, ამიტომ, საკუთარ კომპანიაზე აქტიური მუშაობისგან ჯერ კიდევ თავს იკავებდა, თუმცა იცოდა, რომ ეს მხოლოდ დროის ფაქტორი იყო და ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნუცამ ძლიერი სამუშაო გამოცდილება დააგროვა ლონდონში, მოახდინა დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შეისწავლა ბაზრები, შეიძინა კონტაქტები და მის კომპანიაზე უკვე აქტიური მუშაობაც ამა წლის ზაფხულში დაიწყო.
VASO AI განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ე.წ Pre-Seed Stages-ზე, ახლა მუშაობს გუნდის ჩამოყალიბებაზე, პროდუქტზე და ბიზნეს გეგმაზე და ოქტომბერ-ნოემბერში pre-seed-funding-ზე აპირებს მონაწილეობის მიღებას. ნუცა აქტიურად ესწრება სტარტაპ ღონისძიებებს ლონდონში და აცნობს მის კომპანიას სხვადასხვა VC — (Venture Capital) წარმომადგენლებს.
ნუცას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს სტარტაპებში. იგი საქართველოში ცხოვრებისას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (ჯიტა) მუშაობდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ია და ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ეკოსისტემის მთავარი შემქმნელია.
"საქართველოში თითქმის ყველა სექტორში მაქვს ნამუშევარი-არასამთავრობო, კერძო, აკადემიურ სფეროში, ამავე დროს ვწერდი სტატიებს. ბოლო სამსახური, იქამდე სანამ დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად წავიდოდი, იყო ჯიტაში-ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც ვმუშაობდი საქართველოში ყველაზე დიდ პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაფინანსებული და რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა იყო. ამ პროექტის ფარგლებში ვაფინანსებდით სტარტაპებს, ვატრენინგებდით მეწარმეებს, მე უშუალოდ ჩართული ვიყავი მონოტორინგის და შეფასების ნაწილში, ვესწრებოდი ,,პიჩინგებს’’, როდესაც პოტენციური სტარტაპერები ინვესტორებთან წარადგენდნენ თავიანთ პროდუქტს და ა.შ. სადაც მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება, და რამაც გარკვეულწილად ჩემი ინსპირაცია მოახდინა. შემდეგ კი, როცა წავედი დიდ ბრიტანეთში - ღრმად ვისწავლე მონაცემთა მეცნიერება და დავიწყე მუშაობა ლონდონში- შევძელი რეალური პრობლემების უკეთ გაგება, კონტაქტების დამყარება და, შესაბამისად, ამან კიდევ უფრო მეტად მიმიყვანა ამ გზამდე", — აღნიშნა გადაცემა ქალების ნარატივში საუბრისას ნუცამ.
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს
გადახედვა
-
"ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე "ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე
გადახედვა
-
უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
გადახედვა
-
"საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით "საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე
გადახედვა
-
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ფაშინიანი ეკლესიის მიერ მართული ტელეარხ "შოღაკატს" ხურავს ფაშინიანი ეკლესიის მიერ მართული ტელეარხ "შოღაკატს" ხურავს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ნაწილის სასამართლო პროცესები 2026 წლის იანვარში გადაიდო ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ნაწილის სასამართლო პროცესები 2026 წლის იანვარში გადაიდო
გადახედვა
-
ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია
-
გახარიას პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება გახარიას პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება
გადახედვა
-
ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
-
სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
-
პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა
გადახედვა
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა
-
ჩინეთში რობოტების სკოლა გახსნეს, რომელშიც მათ სახლის საქმეებს ასწავლიან ჩინეთში რობოტების სკოლა გახსნეს, რომელშიც მათ სახლის საქმეებს ასწავლიან
გადახედვა
კომენტარები