"არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას" — ილჰამ ალიევი უკრაინას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო გორდონის კითხვას უპასუხა და უკრაინელ ხალხსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ ოკუპაციას. ალიევის განცხადებით, ბოლო პერიოდში გარკვეული წრეებიდან არსებული სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, კიევმა ომის ფაქტობრივი გაფორმების ხარჯზე შეჩერებაზე უარი თქვა, რაც აბსოლუტურად მართებული ნაბიჯია. ინდორმაციას სააგენტო ARA ავრცელებს.
აზერბაიჯანის ლიდერმა საკუთარი ქვეყნის მრავალწლიან გამოცდილებაზეც ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ სთხოვდნენ საერთაშორისო აქტორები, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი), დაეთმო ტერიტორიები სომხეთისთვის, რასაც ბაქო არასოდეს შეეგუა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია ურყევია — ქვეყანა სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და მზად არის, გააგრძელოს ჰუმანიტარული დახმარება.
"არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდებოდა. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინაც. იგი არ ეგუება ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის ძალიან რთული მომენტებისა. ჩვენ მოწმენი გავხდით გარკვეული წრეების მხრიდან ზეწოლისა, რათა ბრძოლა შეწყვეტილიყო ოკუპაციის ფაქტობრივი გაფორმების პირობით. თუმცა, ამას არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელმძღვანელობა არ დათანხმდა.
რაც შეეხება იმას, თუ რა რჩევას მივცემდი მეორე მხარეს, ამას ნამდვილად ვიტყოდი, მათ რომ ჩემთვის ეკითხათ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თქვენი კითხვის ფარგლებში ამის განხილვა მართებული იქნებოდა. რაც შეეხება ომის მომავალი პერსპექტივების ჩემეულ შეფასებას, მჯერა, რომ ის მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თქვენი შეფასებისგან. ვფიქრობ, ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს ჩემი პირადი პოზიციაცაა. ეს არის ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის პოზიციაც, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული იყო და რომელმაც მოგვიანებით წერტილი დაუსვა ამ ოკუპაციას.
აზერბაიჯანის გამოცდილება ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია. ჩვენ გამოვცადეთ ოკუპაცია და მრავალი წლის განმავლობაში განვიცდიდით სხვადასხვა ფორმის ზეწოლას. მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა ყარაბაღზე. ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია. ეუთოს მინსკის ჯგუფს, აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის თანათავმჯდომარეობით, სურდა, რომ სომხეთისთვის გადაგვეცა არა მხოლოდ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, არამედ ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებიც. სანაცვლოდ კი გვპირდებოდნენ მხოლოდ იმ ხუთი რაიონის აღდგენას, რომლებიც ახლა ჩვენგან აღმოსავლეთით მდებარეობს. ამას არც მე და არც აზერბაიჯანელი ხალხი არასოდეს დავთანხმდებოდით.
ეს იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სამი მუდმივი წევრის საერთო პოზიცია და ასეთი ზეწოლისთვის გაძლება ძალიან რთული იყო. როდესაც ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, ყველა მათგანი მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ გავჩერებულიყავით. ახორციელებდნენ ზეწოლას, მუქარებს, გვირეკავდნენ. ზოგი ამას დაჟინებით აკეთებდა, ზოგი კი უფრო რბილი ფორმით. ყველას სურდა, რომ შევჩერებულიყავით და სიტუაცია ისე დაგვეტოვებინა, როგორც იყო. ომის გარკვეულ ეტაპზე გვითხრეს კიდეც: "თქვენ გაათავისუფლეთ ფიზული, ეს საკმარისია." სხვადასხვა დიპლომატიური გზების გამოყენება მოგვიხდა. არაერთხელ გავგზავნე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ვაშინგტონსა და ევროპაში. მათი მიზანი იყო, ხელი შეეშალათ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან ხალხის ნების გატეხვა შეუძლებელია. ერი, რომელიც ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და ინარჩუნებს თავის ეროვნულ იდენტობას, დაუმარცხებელია. ასეთი ხალხის დამორჩილება ან სხვისი ნების მისაღებად იძულება შეუძლებელია. მათ, ვისაც დღესაც სურთ ამ ომის გაგრძელება, უნდა გააცნობიერონ ეს რეალობა.
მე ვიცი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მას ეს საჯაროდ ბევრჯერ აქვს ნათქვამი. მიმდინარე წლის აპრილში, აზერბაიჯანში მისი ვიზიტის დროს, ჩვენ ასევე დეტალურად გავცვალეთ აზრები ამ საკითხზე. მისი პოზიციაა კონტაქტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ვერ გეტყვით, რამდენად აქტუალურია ეს წინადადება ახლა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მას საჯაროდ ამ პოზიციიდან უკან არ დაუხევია. აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხში თანმიმდევრული და მტკიცეა.
რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ამაზე ბევრს ლაპარაკი არ მინდა, რადგან ამას პიარისთვის არ ვაკეთებთ. ეს გულწრფელი ჟესტია. დახმარება მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არ გაიცემა. მასში რიგითი ადამიანები და კერძო კომპანიებიც მონაწილეობენ. ეს სოლიდარობის ერთიანი მაგალითია. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით დავუჭიროთ მხარი იმ ადამიანებს, ვისი ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა", — აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები