ტესტი: რა იცი ტექნოლოგიაზე, რომელიც AI ჩატბოტებს ამუშავებს?
ვნახოთ, რა იცი დიდ ენობრივ მოდელებზე (LLM)
ფოტო: MIT
ფილმის ყურებით ტკბობისთვის სულაც არ გჭრდება იცოდე, როგორ მუშაობს ტელევიზორი, არა? თუმცა საბაზისო ცოდნა შეიძლება წაგადგეს, როცა მყვირალა რეკლამა ირთვება და ხმის აწევა-დაწევის ღილაკი უნდა გამოიყენო.
ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებზეც დაახლოებით ასეა, მე თუ მკითხავ. AI ჩატბოტები დიდ ენობრივ მოდელებზე (LLM-ები) მუშაობს და მათთან სასაუბროდ ამის ცოდნა სულ არ გვჭირდება. და მაინც, რა ხდება, როცა ხარვეზს ვაწყდებით? მაგალითად, დოკუმენტს ვაწვდით და რაღაცის გამო ჩატბოტი იმდენს ფიქრობს, რომ დავალებას აღარ ასრულებს? ეს რაღაც რა არის..?
მსგავს დეტალებში რომ გავერკვეთ და პრობლემაც გადავჭრათ, საბაზისო ცოდნაა ხოლმე საჭირო. და, აი, ამ ტესტით გავიგებთ, გაქვს თუ არა ეს უკანასკნელი:
ტესტი: რა იცი ტექნოლოგიაზე, რომელიც AI ჩატბოტებს ამუშავებს?
ტესტის დაწყება1 / 10 მთავრით დავიწყოთ: რა ძირითადი განსხვავებაა ავტომატიზებულ პროგრამასა და დიდ ენობრივ მოდელს (LLM) შორის?
ExpressVPN
- ავტომატიზებულ პროგრამას ინტერნეტთან მუდმივი კავშირი სჭირდება სამუშაოდ, ხოლო LLM-ს მისგან დამოუკიდებლად შეუძლია ფუნქციონირება
- ავტომატიზებული პროგრამა მხოლოდ ციფრებს ამუშავებს, ხოლო დიდი ენობრივი მოდელი კი ამასთან ერთად ტექსტურ მასალასაც
- ავტომატიზებული პროგრამა წინასწარ განსაზღვრული წესებით მუშაობს, ხოლო LLM შიგთავსს პროგნოზებზე დაყრდნობით და კონტექსტის გათვალისწინებით აგენერირებს
- ამ ორს შორის განსხვავება არ არსებობს; LLM უბრალოდ მარკეტინგული სახელია ტრადიციული ავტომატიზებული კოდისთვის
2 / 10 LLM პროგნოზების საფუძველზე "გვესაუბრება", მაგრამ მაინც რას პროგნოზირებს?
PhonlamaiPhoto
3 / 10 წვრთნისას რა ეტაპი უნდა გაიაროს LLM-ზე შექმნილმა ჩატბოტმა, რომ კარგი მოსაუბრე გახდეს?
Shutterstock
- ადამიანის უკუკავშირისგან განმტკიცებით სწავლა
- სხვა მოდელის უკუკავშირისგან განმტკიცებით სწავლა
- დასწავლილი მონაცემების გაფილტვრა
- დასწავლილი მონაცემების ხელახალი დასწავლა
4 / 10 რომელი კომპანიის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტრანსფორმერის (Transformer) არქიტექტურა, რომელზეც შემდგომში თანამედროვე LLM-ების უმრავლესობა დაშენდა?
Know Your Meme
1. მთავრით დავიწყოთ: რა ძირითადი განსხვავებაა ავტომატიზებულ პროგრამასა და დიდ ენობრივ მოდელს (LLM) შორის?
ავტომატიზებული პროგრამა წინასწარ განსაზღვრული წესებით მუშაობს, ხოლო LLM შიგთავსს პროგნოზებზე დაყრდნობით და კონტექსტის გათვალისწინებით აგენერირებს
ავტომატიზებული პროგრამა მხოლოდ ციფრებს ამუშავებს, ხოლო დიდი ენობრივი მოდელი კი ამასთან ერთად ტექსტურ მასალასაც
ამ ორს შორის განსხვავება არ არსებობს; LLM უბრალოდ მარკეტინგული სახელია ტრადიციული ავტომატიზებული პროგრამისთვის
ავტომატიზებულ პროგრამას ინტერნეტთან მუდმივი კავშირი სჭირდება სამუშაოდ, ხოლო LLM-ს მისგან დამოუკიდებლად შეუძლია ფუნქციონირება
2. LLM პროგნოზების საფუძველზე "გვესაუბრება", მაგრამ მაინც რას პროგნოზირებს?
მომდევნო ციფრს
მომდევნო ტოკენს
მომდევნო სიტყვას
მომდევნო მონაცემს
3. რა ეტაპის გარეშე ვერ იქნება LLM-ზე შექმნილი ჩატბოტი კარგი მოსაუბრე?
ადამიანის უკუკავშირისგან განმტკიცებით სწავლა
სხვა მოდელის უკუკავშირისგან განმტკიცებით სწავლა
დასწავლილი მონაცემების გაფილტვრა
დასწავლილი მონაცემების ხელახალი დასწავლა
3. რომელი მექანიზმის დამსახურებაა, რომ LLM-ს საკუთარი გენერირებული სიტყვების კონტექსტის გაგება შეუძლია?
პრომპტის
თვითყურადღების
RLHF-ის
ზუსტი რეგულირების
4. რომელი კომპანიის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტრანსფორმერის (Transformer) არქიტექტურა, რომელზეც შემდგომში ყველა თანამედროვე LLM დაშენდა?
OpenAI-ს
Google-ის
Microsoft-ის
Anthropic-ის
5. და თავად Transformer რაღაა?
არქიტექტურა, რომელიც ტექსტის ფრაგმენტებს ერთმანეთთან კავშირში განიხილავს კონტექსტის გასაგებად
ალგორითმი, რომელიც LLM-ის პასუხებს რეალურ დროში ამოწმებს და მათ სიზუსტეს უზრუნველყოფს
სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოდელის საწვრთნელ მონაცემებს ინახავენ და მართავენ
პროგრამა, რომელიც მომხმარებლის პრომპტს ავტომატურად აუმჯობესებს
6. რას ვუწოდებთ ხოლმე მოვლენას, როცა LLM რაღაცას "იგონებს"?
AI დელუზიას
AI ჰალუცინაციას
AI მონაგონს
AI ილუზიას
7. ჩამოთვლილთაგან LLM-ის რომელი მახასიათებელი შეგვიძლია გავაიგივოთ ადამიანის მუშა მეხსიერებასთან?
კონტექსტის ჭრილი
კონტექსტის ფანჯარა
ჭრის თარიღი (cutoff date)
თვითყურადღება
8. ჩამოთვლილთაგან რომელი ვერ იქნება ცალკეული ტოკენი, როცა LLM-ებზე ვსაუბრობთ?
ციფრი
ცარიელი ადგილი
სიტყვის ფრაგმენტი
ფონტი
9. ვნახოთ, თანამედროვე მოდელები თუ გახსოვს: ჩამოთვლილთაგან რომელი არაა LLM?
3.1 Flash-Lite
Fable 5
GPT-5.6
Nano Banana Pro
10. დაბოლოს, ერთი პრაქტიკული შეკითხვაც: ჩამოთვლილთაგან რომელი ფორმატის ფაილს დაამუშავებს LLM ყველაზე მარტივად?
PDF
DOCX
HTML
PPTX
