მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო
ფოტო: The Guardian
2023 წლის 30 ივლისს ლიზომ 10-თვიანი მსოფლიო ტურნე დაასრულა. მან ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ოკეანეთსა და აზიაში 80 კონცერტი გამართა, გაყიდა 853 000-ზე მეტი ბილეთი და $86,3 მილიონის შემოსავალი მიიღო. რეპერიდან პოპვარსკვლავად ქცეული მომღერალი სამყაროს მწვერვალზე იყო. თუმცა, სულ მალე ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ტურნეს დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, მისმა სამმა ყოფილმა მოცეკვავემ განაცხადა, რომ ტურნეს განმავლობაში სექსუალური შევიწროების, მტრული სამუშაო გარემოს, რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაციისა და წონის გამო დაცინვის მსხვერპლნი გახდნენ. ორი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო ერთმა თავად დატოვა პოზიცია. ბრალდებების გავრცელებას წამყვანი მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების მხრიდან უზარმაზარი კრიტიკის ტალღა მოჰყვა, რის შემდეგაც ლიზო საჯარო ყურადღებას ერიდებოდა.
ფოტო: WireImage
გასულ თვეში მისი ახალი ალბომი, Bitch გამოვიდა. ალბომის შეფასებები იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, გაყიდვები კი — კიდევ უფრო მეტად. წინა 2 ალბომის წარმატების შემდეგ, ლიზოს ახალმა ნამუშევარმა ვერც აშშ-ის და ვერც ბრიტანეთის საუკეთესო ასეულის ჩარტებში ვერ შეაღწია. როგორც ჩანს, სამყარო ჯერ კიდევ არაა მზად, რომ ლიზოს აპატიოს, მიუხედავად იმისა, სიმართლეა თუ არა მის შესახებ არსებული ბრალდებები.
2025 წლის დეკემბერში მოსამართლემ დაადგინა, რომ წონის გამო დაცინვის ბრალდება არ შეიცავდა საკმარის საფუძველს სამოქალაქო სამართალწარმოების დასაწყებად. თუმცა, დანარჩენ ბრალდებებზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. ერთადერთი, რაც ცნობილია, არის ის, რომ ლიზო კატეგორიულად უარყოფს მათ საფუძვლიანობას.
კითხვაზე, ელოდა თუ არა ლიზო საზოგადოების ამხელა ყურადღებას, მომღერალი პასუხობს: "ყველაფერი მოულოდნელი იყო. გრემი — მოულოდნელი. პირველი ადგილები ჩარტებში — მოულოდნელი. დიდება — მოულოდნელი. საზოგადოების მხრიდან ყურადღება — მოულოდნელი. ერთადერთი რამ, რასაც ნამდვილად ველოდი, იყო ის, რომ რადგან მსუქანი, შავკანიანი და ბედნიერი გოგო ვარ, ისინი აუცილებლად ეცდებოდნენ ამის წართმევას. ისინი ყოველთვის შეეცდებოდნენ ჩემს განადგურებას".
თუმცა, როგორც პოპვარსკვლავი ამბობს, მეგობრების მხარდაჭერითა და დიდი ძალისხმევით, ის მაინც ახერხებს, რომ საზოგადოებრივი კრიტიკისა და სიძულვილის მიუხედავად ბედნიერება შეინარჩუნოს.
მე ვარ იმის ცოცხალი მტკიცებულება, რომ რაც უნდა მოხდეს, შენ მაინც გაიღვიძებ და გექნება შესაძლებლობა, ეს დღე წინა დღეზე უკეთესი გახადო — ლიზო
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები