საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ახალ კამპანიას იწყებს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში შვილების აღზრდაში მეტი ჩართულობისა და მზრუნველი მამობის წახალისებას, თანასწორი მშობლობის მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობას.
“კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის აღზრდაში მამის აქტიური მონაწილეობა დადებითად აისახება როგორც ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე, ისე ოჯახის კეთილდღეობაზე. ამასთან, ჩართული მამობა ხელს უწყობს უფრო თანასწორი გარემოს შექმნას, სადაც შვილებზე ზრუნვა ორივე მშობლის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში გავერთიანდით ჩვენ და საქართველოს ბანკი და დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და პარტნიორობა”, — განაცხადა ეთერ ნოღაიდელმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროექტის ანალიტიკოსმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, რომლებიც მზრუნველი მამობის მნიშვნელობის გააზრებასა და ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
“მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც გულისხმობს მამებისთვის ისეთი დამატებითი ღირებულების შექმნას, რომლებიც მათ დაეხმარება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი შვილების ყოველდღიურობასა და აღზრდის პროცესში. პროექტი მათ შესაძლებლობას მისცემს, დაესწრონ შეხვედრებს, სადაც მამები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად ისაუბრონ იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე, რომლებიც მამობას ახლავს”, — განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომლის პირობებშიც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები