შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიში "იყო პირდაპირი ზეწოლა", რომ "გაეყალბებინათ ანგარიში".
"დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც სხვადასხვა ფორმატში ამაზე ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიში სადამკვირვებლო მისიას, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები, და იყო პირდაპირი ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნები', — განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე — ვისგან იყო ზეწოლა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლა იყო "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებისგან". მისივე თქმით, "საჭიროა დაფიქრება, რომ ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს საერთაშორისო სახის დანაშაულია, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, ანუ სუვერენიტეტში ხდება ჩარევა".
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც გახლავთ ALDE-ს წევრი — აი, ტერორისტი ლელო რომ ჰყავთ წევრად — და რომელიც გამოირჩევა ანტიქართული განწყობებით და აღარაფერს ვამბობ უკვე ევროპარლამენტზე, მათი განწყობები გასაგებია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც, როდესაც ცდილობდნენ, რომ ეიძულებინათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში და ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. ამიტომ, არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, რომ ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, ანუ სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და მათ შორის ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა", — თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეუთოს ბოლო რეზოლუციამ "შეურყიათ რწმენა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი რომელიმე მისია შესაძლოა, იყო მტკიცე ზეწოლის წინაშე"
"ჩვენ, როდესაც ვუყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა: რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი, მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინაშე? ჩვენ ამ რეზოლუციით შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი რომელიმე მისია შესაძლოა იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვა უცხოურ, სხვადასხვა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს.
[...] გამოდის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალხის ნდობა მის მიუკერძოებლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ეს ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ ისინი გაუძლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს", — განაცხადა პაპუაშვილმა.
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები