თქვენ ძალიან კარგად იცით იცით საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო აკავშირებს სხვასთან კავშირის არმქონე შვიდ ქვეყანას შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ კუთხით არის, ბუნებრივია, საკვანძო, თუმცა თქვენ იცით, როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღეს მათ თავის დროზე. მაგალითად, გაიმართა მინისტერიალი, სადაც იყო მიწვეული შვიდი ქვეყანა მინისტრის დონეზე და საქართველო არ მიიწვიეს მინისტრის დონეზე მაშინ, როდესაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ყველა დანარჩენს, შვიდივე დანარჩენს აკავშირებს შავ ზღვასთან. ნუ, ასეთ აბსურდში როდესაც შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იღებ გადაწყვეტილებას.
მერე ვამბობთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე გავლენებით და არა საკუთარი სუვერენული ინტერესების შესაბამისად და სწორედ ამის შედეგია ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს, სულ ცოტა ხნის წინ იყო, დაახლოებით 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17,5%-მდე. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი და ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება, სამწუხაროდ, ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში.
თქვენ იცით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის რუსეთი, წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე არის სერიოზული ჩიხი შექმნილი შესაბამისი მიმართულებით. საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად".
კომენტარები