წინასწარი შემოწმებით ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა. აშშ-ის კოლუმბიის ოლქის (ვაშინგტონის) სამედიცინო ექსპერტის წინასწარი შემოწმების თანახმად, მისი მოულოდნელი გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გრემის ოფისის მიერ გავრცელებული წინასწარი დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გახდა "აორტის დისექცია, გამოწვეული არტერიოსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით". აორტის დისექცია სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ზიანდება (იგლიჯება) სხეულის მთავარი არტერიის — აორტის შიდა კედელი.
"გარდაცვალების მოწმობის გაცემა მოლოდინის რეჟიმში დარჩება იქამდე, სანამ ყველა ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევა არ დასრულდება. ამის შემდეგ გარდაცვალების მოწმობა განახლდება, რათა მასში აისახოს სიკვდილის ზუსტი მიზეზი და სათანადოდ კლასიფიცირდეს სიკვდილის ფორმა“, — ნათქვამია განცხადებაში.
მეტროპოლიტენის პოლიციის უფროსმა ჯეფრი უ. ქეროლმა და კოლუმბიის ოლქის მთავარმა სამედიცინო ექსპერტმა ფრანსისკო ხ. დიასმა წინასწარი შემოწმების შედეგები ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს.
"როდესაც კოლუმბიის ოლქში აუტოფსია ტარდება, პათოლოგანატომი ასევე ნიშნავს კომპლექსურ ტოქსიკოლოგიურ და მიკროსკოპულ კვლევებს, რომელთა დასრულებასაც დრო სჭირდება. როგორც კი შედეგები ცნობილი გახდება და გამოძიება დასრულდება, მთავარი სამედიცინო ექსპერტის ოფისი დაუკავშირდება გარდაცვლილის ახლობლებს და სიკვდილის მოწმობაში სტატუსი "მოლოდინში" შეიცვლება სიკვდილის კონკრეტული მიზეზითა და მისი ფორმის კლასიფიკაციით", — განაცხადეს მათ.
POLITICO წერს, რომ ეს დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გრემის ოფისმა კვირას, 12 ივლისს განაცხადა, რომ ოთხი ვადით არჩეული რესპუბლიკელი სენატორი შაბათს, "ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის" შედეგად გარდაიცვალა.
"შაბათს, 11 ივლისს, საღამოს, აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში ლოცვისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად მძიმე პერიოდში", — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძახების აუდიოჩანაწერის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური შაბათს, საღამოს 8:27 საათზე, გრემის კაპიტოლიუმის ჰილზე მდებარე სახლში გამოცხადდა — პაციენტს "გულმკერდის არეში ტკივილები" ჰქონდა.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები