WSJ: "ვაგნერის დაჯგუფების" წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნარკოიმპერია ჩამოაყალიბეს
ფოტო: DW
"ვაგნერის დაჯგუფების" წევრებმა, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დარჩნენ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილისა და ჯგუფის ძირითადი აქტივების კრემლის კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ, მდინარე უბანგის ზემო წელში ნარკოიმპერია ჩამოაყალიბეს. დაახლოებით 500 დაქირავებული მებრძოლისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ვაჟი, პაველ პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, ხელშეუხებელი დარჩა როგორც ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის, ისე რუსეთის ხელისუფლებისთვის. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
"ვაგნერის დაჯგუფების" ახალი ბიზნესის საფუძველი "ტრამადოლის", ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის, ფართომასშტაბიანი კონტრაბანდა გახდა. ნარკოტიკი მასობრივად იყიდება იმ დოზებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აჭარბებს სამედიცინო სტანდარტებს და მიეწოდება ადგილობრივ მაღაროელებს, პრორუსული აქციების მონაწილეებს, ბოევიკებს, ასევე პრეზიდენტის დაცვის წევრებსა და მათ კონტროლქვეშ არსებულ მილიციის ძალებს.
ტრამადოლის სქემა დაქირავებულ მებრძოლებს საშუალებას აძლევს, დააფინანსონ თავიანთი კონტროლი ადგილობრივ ოქროსა და ტყის რესურსებზე. ოქროს უკანონო ექსპორტს ჯგუფისთვის წელიწადში დაახლოებით 180 მილიონი დოლარი მოაქვს, ხოლო ნარკოტიკების კონტრაბანდა დამატებით შემოსავალს აგენერირებს. ნარკოტიკის მოხმარების ზრდა დაემთხვა ბრძოლაში დაღუპულთა რაოდენობის თითქმის 20%-იან მატებას.
გამოცემა წერს, რომ ადგილობრივ პოლიტიკურ და სამხედრო სისტემაში მათი ღრმა ინტეგრაციის გამო, მოსკოვმა ვერ შეძლო სტრუქტურის ამ ნარჩენების საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა. ამჟამად, "ვაგნერის დაჯგუფების" წევრები ეფექტურად აკონტროლებენ ცენტრალური აფრისკის რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტებს, წარმოადგენენ რეჟიმის სამხედრო საყრდენს და კონტრაბანდის ნაკადებს მდინარე უბანგის გავლით კონგოსკენ მიმართავენ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა რჩება "ვაგნერის" ბოლო საყრდენად აფრიკაში, საიდანაც იგი თავის გავლენას აფართოებს მეზობელ სუდანში, ამბოხებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებთან" (RSF) მოქმედებების კოორდინაციის გზით.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები