როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
"ბედნიერებას ყველაზე შავბნელ დროშიც კი იპოვი, თუ გაგახსენდება, რომ სინათლე არსებობს", — ამბობს პროფესორი ალბუს დამბლდორი პოტერიადის მესამე ფილმში.
ფოტო: Angelina Korba / BBC
1 495 დღის განმავლობაში, უკრაინელი ჯარისკაცი და ქალაქ მარიუპოლის ერთ-ერთი მცველი, 32 წლის ოლეკსანდრ ივანოვი, რუსულ კოლონიაში იყო დაპატიმრებული. ივანოვი 2022 წლის გაზაფხულზე ტყვედ ჩავარდა და მას შემდეგ, ბეტონის მომცრო საკანში დატუსაღებულს, გარე სამყაროზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია: რა ხდებოდა თავის სამშობლოში, ცოცხლები თუ იყვნენ მისი ცოლი და მცირეწლოვანი შვილი... მძიმე და ხანგრძლივი ოთხი წლის შემდეგ, 15 მაისს, ტყვეთა გაცვლის შეთანხმებით, ოლეკსანდრი უკრაინას და თავის ოჯახს დაუბრუნდა და ახლა იხსენებს, როგორ გადაიტანა ყველაზე რთული დღეები.
ოლეკსანდრ ივანოვი ოჯახთან ერთად
ფოტო: Oleksandr Ivanov
ოლეკსანდრმა ერთ დღეს თავის თანამესაკნეებს უთხრა, რომ ჰარი პოტერის ფანი იყო და შესთავაზა, ჯადოსნური სამყაროს ისტორია მათთვის მოეყოლა, რადგან წიგნები იმდენჯერ ჰქონდა წაკითხული, ლამის ზეპირადაც კი იცოდა. პატიმრები შეთავაზებას დათანხმდნენ და ივანოვს მოუწია, საგის შვიდივე ტომი ზედმიწევნით გაეხსენებინა. უკრაინის მცველი თანამესაკნეებს დღეში ზოგჯერ ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში ჩურჩულით უყვებოდა პოტერიადას და თხრობას ყველაზე დრამატულ მომენტში წყვეტდა ხოლმე, რათა ყველას ერთი სული ჰქონოდა, გაეგო, როგორ გაგრძელდებოდა ამბავი. როგორც კი შესაძლებლობა ისევ ჩნდებოდა, ბიჭები მთხოვდნენ, მოყოლა გამეგრძელებინაო, იხსენებს ივანოვი.
ივანოვის ცოლი, ნელი, რომელიც ქმრის მსგავსად ჯარში მსახურობს და ჰარი პოტერის გულმხურვალე ფანია, იხსენებს, როგორ შეიტყო ამ ამბავზე: "ხმები რომ მომივიდა, ჰარი პოტერს ჰყვებაო, სულ არ გამკვირვებია, მაგრამ გამიხარდა, ესე იგი, სიმხნევე არ დაუკარგავს და ყველაფერი ძალიან ცუდადაც არაა-მეთქი".
ჰარი პოტერზე ოლეკსანდრს მეექვსე კლასში, 2005 წელს გაუგია. მაშინ იგი საბავშვო ტელეკონკურსში მონაწილეობდა, სადაც თემად ჰარი პოტერი შეხვდა. და მართალია, ამ არჩევანმა იგი კონკურსს პირველივე ტურიდან გამოთიშა, ჯოან როულინგის შექმნილი ჯადოსნური სამყარო მისი ცხოვრების სიყვარულად იქცა.
მეექვსეკლასელი ოლეკსანდრი (მეორე რიგში ყველაზე მარჯვნივ) ტელეშოუში ყველაზე ჭკვიანი. გადაცემის წამყვანი დღეს უკვე კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი იყო.
ფოტო: Oleksandr Ivanov
ჰოგვორტსში მოგზაურობამ კი ტყვეობისას მხოლოდ თანამესაკნეებთან როდი დააახლოვა. ივანოვი იხსენებს, რომ როცა რუსმა ბადრაგებმა მის სხეულზე ჰარი პოტერის ტატუები შენიშნეს, რამდენიმემ "მისხალი ადამიანობა" გამოიჩინა და ნორმალურად დაელაპარაკა.
პოტერიადის ერთ-ერთი სიმბოლოს, დიდგულას ჯოხის, ტატუ ოლეკსანდრის მკლავზე
ფოტო: Oleksandr Ivanov
გათავისუფლების შემდეგ, ოლეკსანდრს მონატრებული ოჯახი სწორედ პოტერიადის სამყაროს საჩუქრებით დახვდა, მათ შორის, ჯადოსნური ჯოხით, ბუთი და ელფ დობის წინდით. საჩუქრები და ათასობით გამამხნევებელი წერილი მარიუპოლის პოტერჰედმა მცველმა უცნობი ადამიანებისგანაც მიიღო.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის. ყველას მადლობელი ვარ", — აღნიშნავს ივანოვი, — "მეამაყება, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ვარ".
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები