გურამ მაჭარაშვილი

25 Sep. 2024, 14:31

"იმით, რომ ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ჯერ დანიშნა და მერე თვითონ გააუქმა შეხვედრა, შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს კი არ მიაყენა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და საქართველოს. ეს რის საპასუხოდ არის იცით? როცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის, ქართველმა ჯარისკაცებმა თავის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს მშვიდობა ერაყში, ავღანეთში თუ სხვა სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და ამერიკელების ე.წ. დაცინვით ჯერ, როგორც ჩანს, გამოგონილი შეხვედრა და მერე გაუქმება. ესეც იმის მომასწავებელია, როცა ჩვენ გვეუბნებიან, აბა, სად ებრძვიან ქართულ ტრადიციებს? აბა, ვინ გეუბნებათ, რომ ან ომი დაიწყეო ან ტრადიციები გააუქმე? ა, ბატონო, იხილეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება და როგორც ჩანს, ამაში გვეხმარებიან ჩვენი "უცხოელი მეგობრები", ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოური ძალა ჰყავს დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ა, ბატონი, პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ოპოზიცია არაფრის მაქნისია საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ მათ მაგივრად შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს და ქართველი ხალხის ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ და შეიძლება უთხრეს, რომ იცოდე დანიშნული იყო შეხვედრა და ახლა ასეა საჭირო და გავაუქმეთო. ეს სამწუხარო მოცემულობა არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელ ხალხს ნამდვილად უნდა პარტნიორული ურთიერთობა და თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება იმის…