გურამ მაჭარაშვილი

18 Sep. 2024, 12:34

"პოლიციელების დასანქცირების თაობაზე აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს უყურებს, როგორც ვასალს და არა როგორც პარტნიორ ქვეყანას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რაც პრემიერმა კობახიძემ აშშ-ს ელჩს უთხრა. აშშ-ს მხრიდან ასეთი არაპარტნიორული დამოკიდებულებები კონტრპროდუქტიულია და წყალს ოპოზიციის სასარგებლოდ არ ასხამს - არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ამ მიზნით კეთდება.

მანამდე მოსამართლეები დაასანქცირეს, ახლა - პოლიციელები. ეს კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები როგორმე შეარყიონ და შემდეგ ოპოზიციამ რევოლუციური სცენარები განავითაროს.

ქართული ხალხი ამ ყველაფერს იღებს პირიქით - შეურაცხყოფად!

რაც უფრო მეტად გაიზრდება არასამართლიანი წნეხი, მით მეტი შანსი აქვს ხელისუფლებას, რომ ხალხმა მას დაუჭიროს მხარი არჩევნებში"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ