სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
სასწავლო წლის დაწყებამდე 3 დღით ადრე I, VII და X კლასის სახელმძღვანელოების ონლაინ გავრცელებას "თავისუფლების მოედნის" წევრი, სიმონ ჯანაშია ეხმაურება. ის განათლების სფეროში რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მხოლოდ სამი დღით ადრე, 12 სექტემბერს, სახელმძღვანელოების ონლაინ ვერსიები, ისიც მხოლოდ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა მიუთითებს, რომ რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში პასუხისმგებელ პირებს მასწავლებლის რეალურ სამუშაოსა და საჭიროებებზე სათანადო წარმოდგენა არ აქვთ.
"სკოლებში სწავლა იწყება 15 სექტემბერს. სახელმძღვანელოები შეცვალეს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებში, მაგრამ ისინი მასწავლებლებს ჯერ ნანახი არ აქვთ. მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს დადეს სახელმძღვანელოები ონლაინ და ისიც მხოლოდ მათი პირველი ნაწილი.
აი, ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს "რეფორმას", წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ა.შ.
სამარცხვინოა ტყუილი, რომ თურმე ნაწილ-ნაწილ იმიტომ კი არ აქვეყნებენ, რომ ეს პროცესი ასე დაგვიანებულია, არამედ თურმე მოსწავლეებს რომ ჩანთები შეუმსუბუქონ, აი ამიტომ.
ცალკე საკითხია ის, რომ აწი ამ კლასებში აღარ იარსებებს ალტერნატიული სახელმძღვანელოები, აღარ ეკითხებიან არაფერს გამომცემლობებს, არავინ იცის როგორ შეირჩნენ სახელმძღვანელოების ავტორები...
თუმცა როგორ არ ვიცით, ისტორიის სახელმძღვანელოების მთავარი ავტორები გიორგი სოსიაშვილი, ოცნების დეპუტატი, გიორგი კალანდია — ოცნების პროპაგანდისტი, თსუს რექტორი და პროფესორები არიან, რომლებიც ოცნების პოლიტიკაზე არაფერს საჯაროდ კრიტიკულად არ ამბობენ. არადა განათლების მიმართულება დაუხურა ოცნებამ თსუ-ს, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძის პერიოდიდან ფუნქციონირებს.
ასე უცებ დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა. ეს ის დროა, როდესაც მასწავლებელსაც რეალურად არც არაფრად აგდებენ, როცა უნდათ მაშინ აძლევენ სახელმძღვანელოებს და თან სადღეგრძელოებით ელაპარაკებიან მათ გმირობასა და პატრიოტიზმზე.
სახელმძღვანელოების შინაარსზე ცალკე ვილაპარაკოთ", — წერს სიმონ ჯანაშია და წიგნების ელექტრონული ვერსიების ბმულებს აზიარებს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები