"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი კახა კახიშვილი ექიმ მაია კოხტაშვილის საქმეს ეხმაურება.
კახიშვილის შეფასებით, დარღვევებზე მსგავსმა სამართლებრივმა რეაგირებამ და "ასეთი მეთოდებით ბრძოლამ" არ უნდა "მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ". ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ უწყებამ ხელოვნურად არ უნდა შექმნას გარემოება, რათა სამართალდარღვევა გამოავლინოს.
"კანონი კანონია და მისი დაცვა ყველას გვევალება, მათ შორის ექიმსაც. თუ კანონი დაირღვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს. მაგრამ ჩემთვის მეორე საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. რამდენად სწორია, როდესაც ადამიანს სპეციალურად აგზავნი ექიმთან, ის უყვება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე, სთხოვს დახმარებას და შემდეგ ექიმის სურვილი, დაეხმაროს პაციენტს, მისი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თუ შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ექიმი ამას სისტემატურად აკეთებდა ან მანამდეც არღვევდა კანონს, მაშინ სწორედ ეს უნდა შეესწავლათ, დაკვირვებოდნენ მის საქმიანობას, მოეპოვებინათ შესაბამისი მტკიცებულებები და საქმე რეალურ ფაქტებზე აეგოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმასაც, კონკრეტულად რა პრეპარატზეა საუბარი, რა რაოდენობა გამოიწერა და რა გარემოებებში მოხდა ეს ყველაფერი. ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია. ერთი მხრივ, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ებრძოლოს ნარკომანიას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ნარკოდილერი და ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს და წამალს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახლობლისთვის, ტკივილის შესამსუბუქებლად ან სხვა რეალური საჭიროების გამო ეძებს. კანონის დაცვა აუცილებელია, მაგრამ დარღვევასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ. თუ დარღვევა რეალურად და სისტემატურად ხდება, ის უნდა გამოავლინო და დაამტკიცო, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც საბოლოოდ თავად ხდება ადამიანის დასჯის საფუძველი. იმედი მაქვს, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქმის ყველა გარემოება სრულად გაირკვევა და ამ კითხვებსაც გაეცემა პასუხი," — წერს კახიშვილი.
მაია კოხტაშვილის საქმე
11 სექტემბერს ახმეტაში ნევროლოგი მაია კოხტაშვილი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ექიმს ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერას ედავებოდა.
უწყების განცხადებით, "დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი".
კოხტაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
ადგილობრივების ვერსიით, ექიმს პროვოკაცია მოუწყვეს. გავრცელებული ცნობებით, კოხტაშვილთან მივიდა ადამიანი, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა.
"მთის ამბების" დამფუძნებლისა და რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ცნობით, კოხტაშვილთან "აგენტი-პროვოკატორი მიაგზავნეს. აგენტმა თავი შეაცოდა. უთხრა, რომ დედა ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი და წამალი გამოაწერინა". მთივლიშვილის განცხადებით, აღნიშნული პიროვნება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
"ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი სრულწლოვნებს ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს. ამის გამო ფსიქიკური ან მძიმე ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სოფლად ცხოვრობენ ან სათანადო დამხმარე არ ჰყავთ, უამრავი პრობლემა ექმნებათ.
ექიმს ედავებიან, რომ რეგულაციის დარღვევით რეცეპტი არ უნდა გამოეწერა, მაგრამ როცა საქმე ამ ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირებასა და ადამიანის დაკავებას ეხება, პირველ რიგში ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა დანაშაული თავად შექმნა!" — წერს მთივლიშვილი.
საქმის პროკურორი, მანანა თანდაშვილი უარყოფს ექიმის პროვოცირებას და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას სასამართლო განჩინებით ხსნის.
"საგამოძიებო უწყების თანამშრომელი მოქმედებდა სასამართლო განჩინების, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე... მიმდინარე გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, მიღებულ იქნა სასამართლოს ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ," — ამბობს პროკურორი.
12 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ ექიმს 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. მოქალაქეებმა აღნიშნული თანხა ერთ საათში შეაგროვეს.
"ახმეტაში, ბანკომატებთან ხალხის რიგი მდგარა, რომ დედასთვის გირაოს თანხა ჩარიცხონ. ვეძებ სიტყვებს მადლიერებისთვის, მაგრამ ვერ ვპოულობ, რადგან არ არსებობს. მაია კოხტაშვილი, რა გაეცი ასეთი," — წერს ექიმის შვილი, ანა იმედაშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვარაუდი, რომ მაია კოხტაშვილს პროვოკაცია მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო მოუწყვეს. კერძოდ, კოხტაშვილის შვილები პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები