რატომ თვლიან აზერბაიჯანელი არასამთავროები სომხეთს რუსეთის სავაჭრო პარტნიორად
ფოტო: OC-Media
აზერბაიჯანის პრო-სამთავრობო NGO-ების ჯგუფმა მოამზადა განცხადება, სადაც სომხეთს რუსეთისთვის დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვაჭრობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტაბილურად იზრდება.
აზერბაიჯანის 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილი გამოაქვეყნა აშშ-სა და ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიმართ. განცხადებაში, სადაც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ოვერჩუკის სიტყვებს ციტირებდნენ ნათქვამია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების "მკვეთრი ზრდაა".
"2023 წელს, ჩვენი საერთო ვაჭრობა 55%-ით, ანუ 7.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მხოლოდ პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ორმხრივი ვაჭრობა 8.4 მილიარდი დოლარი იყო. წლის დასასრულამდე შეიძლება 14-16 მილიარდ დოლარსაც მივაღწიოთ. 2020 წელს 2.3 მილიონი დოლარი იყო", — აცხადებს ოვერჩუკმა.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის სომხეთში ვიზიტი, აზერბაიჯანში ვლადიმერ პუტინის გახმაურებულ ვიზიტს დაემთხვა, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე იყო ორიენტირებული.
ვიზიტის დროს პუტინმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წლიურმა ვაჭრობამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მან დაამატა, რომ მრეწველობაში, ტრანსპორტირებაში, ლოჯისტიკასა და მსუბუქ მრეწველობაში სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალია.
"4 მილიარდ დოლარზე მეტის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა აზერბაიჯანის ეკონომიკაში და ეს პოზიტიური ინდიკატორია. აქ 1270-ზე მეტი სუბიექტი მუშაობს რუსულ კაპიტალზე და ეს მაქსიმუმი არ არის", — დასძინა მან.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და საქართველოს...
მეწარმეობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის თავმჯდომარე საბიტ ბაგიროვმა, რომელიც ერთ-ერთია, რომელმაც ზემოთ აღნიშნულ წერილს ხელი მოაწერა, OC Media-ს განუცხადა, რომ მათი კომპანია, რუსეთის უკრაინაში შეჭრას და უმოწყალო ომს აკრიტიკებდა. ამის გამო მიზანში ამოიღეს სომხეთი, საქართველოსა და აზერბაიჯანთან შედარებით, რუსეთზე მაღალი სავაჭრო დამოკიდებულების გამო.
მისი თქმით, რუსეთის წილი სომხეთის საგარეო ვაჭრობაში 37%-ია, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანისთვის 8.5%-ია, ხოლო საქართველოსთვის — 11%.
თუმცა, დამოუკიდებელი ეკონომისტი როვშან აგაიევმა OC Media-ს განუცხადა, რომ 2021 წლის შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა დრამატულად გაიზარდა აზერბაიჯანსა და სომხეთში.
"ობიექტური ანალიზიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 55 მილიონი დოლარი იყო. 2023 წელს დაახლოებით — 1 მილიარდი დოლარია,“ — განაცხადა აგაიევმა.
აზერბაიჯანის ეკონომიკა წიაღისეული საწვავების წარმოებაზეა დამოკიდებული, რადგან ევროპა აზერბაიჯანულ გაზს უყურებს, როგორც რუსული ენერგიის ალტერნატივას. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანი, შესაძლოა, რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ამარაგებდეს ევროპას.
მთავრობის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე
წყაროს ცნობით, ყველა იმ 10-მა ორგანიზაციამ, რომელმაც წერილს ხელი მოაწერა, დაფინანსებას იღებს ან კავშირი აქვს აზერბაიჯანის მთავრობასთან. 2023 წლის ნოემბრიდან, აზერბაიჯანმა დარჩენილი დამოუკიდებელი მედიისა და ქვეყანაში არსებული ცივილური საზოგადოების შევიწროება დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ წერილში ნახსენებ ერთ-ერთ ორგანიზაციას — ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ცენტრს, დეპუტატი ვუგარ ბაირამოვი ხელმძღვანელობს. ბაირამოვი სექტემბერში, ხელახლა აირჩიეს დეპუტატად. ის გუბად იბადოღლუს, ცნობილი მთავრობის კრიტიკოსისა და ანტი-კორუფციული კამპანიის მხარდამჭერის ძმაა.
იბადოღლუ 2023 წლის ივლისში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ყალბი ფულის და ფასიანი ქაღალდების წარმოების, შეძენის და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას ექსტრემისტული რელიგიური მასალების მომზადება, შენახვასა და გავრცელებაში დასდეს ბრალი.
ამავე წერილის კიდევ ერთი ხელმომწერი აზერბაიჯანელი ბუღალტერი მანამდე რუსეთში აზერბაიჯანის სახელმწიფო ბენზინგასამართ კომპანია SOCAR-ის დირექტორ რაფად მაჰმუდთან მუშაობდა.
წერილის კიდევ ერთი ხელმომწერი — მეწარმეობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების დახმარების ფონდის ხელმძღვანელმა, საბიტ ბაგიროვმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ მთავრობას არ აკრიტიკებდნენ, რადგან ისინი მთავრობის დაფინანსებაზე იყვნენ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ინტერესებშია არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი მუშაობა, აზერბაიჯანში დარჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობისგან იღებდა გრანტებს მუშაობის გასაგრძელებლად.
"ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა საიმედო შედეგს ვერ გვაძლევს. ჩვენი ხელმისაწვდომობა დაფინანსების წყაროებზე 10 წლის განმავლობაში თითქმის მინიმუმამდეა.
ახლა მითხარით, რომელი სამინისტრო ან კომიტეტი გამოყოფს გრანტს საკუთარი საქმიანობის მონიტორინგისთვის? არცერთი მათგანი", — ამბობს საბიტ ბაგიროვი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები