საქართველოს რკინიგზა: მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა

ფოტო: საქართველოს რკინიგზა
მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა, — ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 3 სექტემბერს, № 804 თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის 17:05 საათიანი რეისი გაუქმდა.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის." — ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
ცნობისთვის დღეს, თბილისში სარკინიგზო ხაზზე ავარია მოხდა. ბათუმიდან მომავალი მატარებელი რკინიგზის სამუშაო პლატფორმას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები