პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა — საერთაშორისო შეხვედრებს თეგეტა აკადემიამ უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა აკადემიამ გერმანული საავტომობილო ბრენდის, MAN-ის საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. გერმანიიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მოწვეულმა ტრენერებმა დამსწრეებს MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობები დეტალურად გააცნეს.
ორდღიანი კომპლექსური შეხვედრები, რომლებიც, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, გაყიდვების ჯგუფებისათვის იყო განკუთვნილი. საერთაშორისო ტრენინგ-სემინარს, Tegeta Truck&Bus-ის თანამშრომლებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული გაყიდვების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. კომბინირებულ სწავლებაში, საერთო ჯამში, 15 მსმენელი იყო ჩართული.
ფოტო: თეგეტა
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს სივრცეში, თეგეტა აკადემიაში გაიმართა. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობით ჩვენი წარმომადგენლები სემინარებს ინტენსიურად ესწრებიან. ამჯერად კი შეხვედრები უკვე ჩვენს ბაზაზე გავმართეთ. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ და გვეამაყება, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებით შედგა.
თეგეტა აკადემიის ბაზაზე მოწყობილი საერთაშორისო ტრენინგი იყო პირველი ნაბიჯი იმ მასშტაბური მიზნისკენ, რაც გვინდა, რომ, საბოლოოდ, რეგიონული სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღებით დასრულდეს. მოლაპარაკებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: MAN-ის მხრიდან ჩვენი ტრენერების გადამზადება, რომლებიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ სასწავლო პროცესს თბილისში გაუძღვებიან და ასევე ლექცია-სემინარები, რომლებსაც უშუალოდ გერმანული ბრენდის წარმომადგენლები რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის გამართავენ. ცოდნის გაზიარების მთავარი ცენტრი კი თეგეტა აკადემია იქნება".
სემინარი, სახელწოდებით: "MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობა და გაყიდვების მეთოდოლოგია", რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა. MAN-ის ტრენერებმა მონაწილეებს გერმანული ბრენდის სატვირთო ავტომობილების აგებულება, წარმოების სპეციფიკა და კონკურენტული უპირატესობები თავდაპირველად თეორიულად გააცნეს. უშუალოდ სატვირთო ავტომანქანასთან წარიმართა მომდევნო ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა. პროცესი MAN-ის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სერვისცენტრში მიმდინარეობდა, რომელიც თეგეტას ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "MAN TRUCK AND BUS-ის გლობალური წარმომადგენლობა ყოველწლიურად მართავს ტრენინგებს პარტნიორებისა და დილერებისთვის, რათა გააცნოს მათ ბრენდის ტექნოლოგიურ სიახლეები თუ სამომავლო გეგმები. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა და მოხარული ვართ, რომ თეგეტა აკადემიასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ. თეგეტა თრაქ ენდ ბასის თანამშრომლებს, რომლებიც MAN-ის ბრენდის განვითარების, გაყიდვებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების სერვისებში არიან ჩართული, შესაძლებლობა ჰქონდათ სრულად გაცნობოდნენ ინფორმაციას, ბრენდის ტექნიკური შესაძლებლობების, სიახლეების და სამომავალო გეგმების შესახებ. მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვაია, რადგან ის მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევას და ბრენდის ყველა უპირატესობის სრულად ათვისებას უზრუნველყოფს."
რაც შეეხება მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, ამ ნაწილს „თეგეტა აკადემიის“ ლექტორები უძღვებოდნენ. ავტორიზებული კოლეჯისა და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს თანამედროვე მიდგომები და ტექნიკები გააცნეს.
ეკა ბოლქვაძე, თეგეტა აკადემიის ბიზნესტრენინგების განვითარების სამსახურის კოორდინატორი: "საერთაშორისო ტრენინგის მსმენელებს კომბინირებული სასწავლო გეგმა შევთავაზეთ: თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზეც ვისაუბრეთ, რომელთა დახმარებითაც მსმენელები მიღებულ ცოდნას ყოველდღიური საქმიანობისას ეფექტიანად გამოიყენებენ. ვფიქრობთ, სასურველი შედეგის მიღწევა სწორედ ამ კომპონენტების კომბინაციით არის შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ თეგეტა აკადემიაში გამართული კომპლექსური შეხვედრების მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებენ".
ორდღიანი ტრენინგ-სემინარები MAN-ის წარმომადგენლების ჩართულობით თეგეტა აკადემიაში უკვე დასრულებულია. კომპანიაში ახლა მომდევნო შეხვედრებისათვის ემზადებიან. მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.
გერმანულ ბრენდთან მოლაპარაკებების დასრულებამდე „თეგეტა აკადემია“ გაწერილ გეგმას მიჰყვება და მიმდინარე წლის ბოლომდე 30 ტრენინგის ჩასატარებლად მზად არის.
თითქმის დასრულებულია ფოთისა და ბათუმის სასწავლო სივრცეების მოწყობაც, სადაც უახლოეს მომავალში, საერთო ჯამში, 14 ახალი პროგრამა ჩაეშვება. ბათუმის სატრენინგო ცენტრი თეგეტას საჭიროებებს სრულად დაფარავს მსუბუქი, სატვირთო, სპეცტექნიკისა და ელექტრომობილების მიმართულებით. ფოთში კი სპეციალური სიმულატორის დახმარებით მსურველები საპორტო ტექნიკის სპეციალიზაციით გადამზადდებიან.
ექვსი ახალი პროგრამის დანერგვაა გათვალისწინებული დედაქალაქში. ამასთანავე, უკვე გაწერილია სასწავლო ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც თეგეტას თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა

კომენტარები