დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის კამალა ჰარისი იბრძოლებს — როგორ აირჩევს პარტია ნომინანტს
21 ივლისს, კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტოვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო რბოლას. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის პოლიტიკურ რუკაზე, აქამდე მოუნიშნავი სივრცე გამოჩნდა.
ჯო ბადიენმა, დემოკრატიული პარტიის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ვიცე-პრეზიდენტ კამალა-ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.
რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, საინფორმაციო სააგენტო როიტერმა, ამ კითხვით "ბრუკინგსის ინსტიტუტის" მკვლევარს, ელეინ კამარკს მიმართა.
რა ხდება ახლა?
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა, პრაიმერიში გამარჯვებით, ბოლო რამდენიმე თქვე, ამერიკის შტატებსა და ტერიტორიებზე, 4000-მდე დემოკრატი დელეგატის შეგროვებაში გაატარა. მისი თქმით, ჩვეულებრივ, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე, პარტიულ ყრილობაზე, ეს დელეგატები ხმას ჯო ბაიდენს მისცემდნენ იმისთვის, რომ ყოფილიყო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
დემოკრატების ეროვნული ყრილობის გამართვა, 19-22 აგვისტოს, ჩიკაგოშია დაგეგმილი. თუმცა, დელეგატებს წესები არ ავალდებულებთ, ხმა აუცილებლად ჯო ბაიდენისთვის მიეცათ და მათ ხმის მიცემა თავიანთი სინდისით შეუძლიათ. რაც ნიშნავს, რომ დელეგატებს შეუძლიათ, თავისი ხმა სხვა კანდიდატს მისცენ. განზე გადგომით, ბაიდენი ფაქტობრივად "ათავისუფლებს" თავის დელეგატებს, რაც პოტენციურად იწვევს კონკურენციას, სხვა დემოკრატ კანდიდატებს შორის, ამბობს კამარკსი.
ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი?
პრეზიდენტმა ბაიდენმა, მხარი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა და ის სიის სათავეშია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი გარდაიცვლება ან ქმედითუუნარო გახდება, მაგრამ ეს არ მოქმედებს კანდიდატის შერჩევის პროცესზე.
ანალიტიკოსის თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი და ილინოისის გუბერნატორი ჯეი ბი პრიცკერი, ყველა პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევა. აქამდე ისინი იყვნენ ბაიდენის მხარდამჭერები, რომლებიც მუშაობდნენ მისი მეორე ვადით არჩევისთვის.
როგორ აირჩევს პარტია ნომინანტს?
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი მიიჩნევს, რომ შესაძლოა იყოს რაიმე სახის შეჯიბრებითობა, ყველა პოტენციურ დემოკრატ კანდიდატს შორის.
ნომინაციის უზრუნველსაყოფად, კანდიდატმა უნდა მიიღოს დელეგატების ხმების უმრავლესობა— ანუ მეტი ხმა, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად.
თუ ამას ვერცერთი მიაღწევს, მაშინ იქნება "შუამავლობითი კონვენცია", რომელშიც დელეგატები მოქმედებენ როგორც თავისუფალი აგენტები და მოლაპარაკებას აწარმოებენ პარტიის ხელმძღვანელობასთან.
დაწესდება წესები და იქნება სახელობითი კენჭისყრა ნომინაციაში მოთავსებულ სახელებზე.
შესაძლოა, კენჭისყრის რამდენიმე რაუნდი გახდეს საჭირო იმისთვის, რომ ვინმემ უმრავლესობა მოიპოვოს და გახდეს ნომინირებული. ბოლო შუამავლობით ჩატარებული ყრილობა, როდესაც დემოკრატებმა ვერ დაასახელეს კანდიდატი პირველ კენჭისყრაზე, იყო 1952 წელს.
რა ხდება ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებით?
ბაიდენ-ჰარისის კამპანიას, მაისის ბოლოს, საბანკო ანგარიშზე 91 მილიონი დოლარი ჰქონდა. მაგრამ, კამპანიის დაფინანსების სამართლის ექსპერტები ვერ თანხმდებიან საკითხზე, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს ფული სხვა კანდიდატის კამპანიას მოხმარდეს.
იმის გამო, რომ ჰარისი ასევე მონაწილეობს კამპანიაში, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ფინანსები მას გადაეცემა, თუ ის იქნება დასახელებული. მაგრამ, მიმდინარეობს დებატები იმაზე, უნდა იყოს თუ არა ბაიდენი ოფიციალურად დასახელებული პარტიის კანდიდატად, სანამ ტრანსფერი განხორციელდება.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები