რუსეთი სტეფანაკერტში, სავარაუდოდ, საკონსულოს გახსნის
ფოტო: OC Media
რუსმა სენატორმა და რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი წელს სტეფანაკერტში (ხანკენდიში) საკონსულოს გახსნის.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ კარასინმა ამის შესახებ ორშაბათს, აზერბაიჯანის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების თავმჯდომარესთან, სამად სეიდოვთან შეხვედრისას თქვა.
"ვგეგმავთ ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას უახლოეს მომავალში და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, — თქვა კარასინმა.
OC Media კომენტარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელის.
პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა რაუფ მირკადიროვმა კარასინის განცხადებებს აბსურდული უწოდა და OC Media-ს უთხრა, რომ სტეფანაკერტში რუსები არ ცხოვრობენ.
"ამ ქალაქში არცერთი რუსი არ ცხოვრობს და არ მგონია, რომ მომავალში იცხოვრებს რუსეთის ათასობით მოქალაქე", — თქვა მან.
მირკადიროვი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს, შესაძლოა, ჰქონდეთ "საიდუმლო შეთანხმებები" თურქეთთან ერთად, მთიან ყარაბაღში რუსეთის ყოფნის გასამყარებლად.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2021 წელს გამოთქვა ინიციატივა თურქეთის საკონსულოს გახსნის შესახებ შუშაში (შუშში), მას შემდეგ, რაც ქალაქი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროს.
"თურქეთი გეგმავს უძველეს ქალაქ შუშაში საკონსულოს გახსნას რაც შეიძლება მალე. ამითი ჩვენი საქმიანობა რეგიონში უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნება”, — განაცხადა მაშინ ერდოღანმა.
სტეფანაკერტი დაუსახლებელ ქალაქად რჩება მას შემდეგ, რაც, 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა სომხეთში გაიქცა თავშესაფრის საძიებლად.
მაისის დასაწყისში, თურქეთის ელჩმა ბაქოში, კაჰიტ ბაღჯიმ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ სტეფანაკერტი "მზად უნდა იყოს“, ვიდრე თურქეთი საკონსულოს გახსნის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
კომენტარები