რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
რა ხდება: არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს.
- "ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება რუსული კანონის ერთპარტიულად განხილვის გარემო", — წერია განცხადებაში.
დეტალები: განცხადების მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, თავის უფლებამოსილებას "ბოროტად" იყენებს:
- "ზღუდავს [ანრი ოხანაშვილი] დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას — ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები".
განცხადების მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.
- ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.
განცხადებას ხელს აწერს 20 ორგანიზაცია:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საფარი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- მედიის განვითარების ფონდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- დემოკრატიის მცველები
- Tbilisi Pride
- საქართველოს მომავლის აკადემია
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
კონტექსტი: დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენა, ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს.
- კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა 11 ოპოზიციონერი დეპუტატი: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი, ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და თაკო ჩარკვიანი.
- გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მან საკომიტეტო განხილვას ბუტაფორია უწოდა.
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
კომენტარები