რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა

ფოტო: სქრინშოტი პარლამენტის პირდაპირი ეთერიდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა პარლამენტის კინოდარბაზში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
დეტალები: სხდომის დაწყებიდანვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს გაფრთხილებები მისცა.
- ის უთიშავს მიკროფონს ყველას, ვინც კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს კითხვას.
- ამას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცენზურა უწოდეს.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა ორ დეპუტატს — ლევან ბეჟაშვილს და გიორგი ვაშაძეს, იმის გამო, რომ ისინი მიკროფონის ჩართვის გარეშე საუბრობდნენ.
ბოლო ხაზი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
- პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ გაიმართება, თუმცა უცნობია, გავა თუ არა მეორე მოსმენით კენჭისყრაზე რუსული კანონი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები