ირაკლი კობახიძე

23 Apr. 2024, 16:02

ჩვენთვის, მთავრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდ ქართუს მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმცა, ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო, როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს.

რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000-ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში.

გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე, ბუნებრივია, აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი.

გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან.

ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, "ნორჩი დინამოელის" ბაზა დაანგრიეს, თბილისის დინამო ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ ქართუს, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ ქართუს ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის, ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით.

კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 აპრილს, ჟურნალისტებთან. კობახიძე გამოეხმაურა ფონდი "ქართუს" განცხადებას, რომლის მიხედვით, "ქართუ" საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გეგა გაგნიძე: ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა
  2. "სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა
  3. რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი დარჩება?
  4. რუსულმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
  5. მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტ 3 ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების უნივერსიტეტებში კვოტების განაწილების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები ეხმაურებიან ოცნების ხელისუფლების განათლების და მეცნიერების…