რეაქციები რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე
ფოტო: ანა ჯოჯიშვილი / On.ge
რა მოხდა: დღეს, 3 აპრილს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ისევ აპირებს, "უცხო აგენტად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
- მდინარაძის თქმით, "კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო".
რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ, სოციალურ ქსელში თეოლოგები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები აქტიურად მსჯელობენ იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების მიზანი.
On.ge რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
დავით ბერძენიშვილი: რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამარჯვება ირწმუნა და საქართველოში, ანტიდასავლურ ხაზს განუწყვეტლივ აძლიერებს: "ბრიუსელს ეუბნება, შენს მიერ შესრულებულად ჩათვლილ ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის რეკომენდაციას თავზე გადაგახევო, ვაშინგტონს - აბა ჩვენს მოსამართლეებს სანქციები მოუხსენიო, ხომ ვერაფერი დაგვიმტკიცეო".
ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი Gen Z-ის "ამოწმებს და პასუხსაც მიიღებს", ხოლო პუტინის რეჟიმი ისევე დაემხობა, როგორც ჰიტლერის ნაციზმი განადგურდა და ამოიშანთა.
"მწარედ დაისჯება [ბიძინა ივანიშვილი], ძალიან მწარედ...საშვილიშვილოდ!!!", — წერს ბერძენიშვილი.
ანა ნაცვლიშვილი: პარტია ლელოს დეპუტატი ფეისბუქზე წერს, რომ ქართული ოცნების გემი იძირება და "როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, უნდათ ამ გემმა მთელი ქვეყანა ჩაიყოლო".
ნაცვლიშვილის თქმით, რადგან არ სურს [ქართულ ოცნებას] საქართველო ევროპაში, მათ გარეშე უნდა გავაგრძელოთ ეს გზა: "ზღაპრის ბოლო კეთილია!".
მერაბ მეტრეველი: ჟურნალისტი წერს, რომ ქართული ოცნების მიზანია არა ფინანსური გამჭვირვალობა, არამედ მათ სურთ ყველას, ვისაც ვერ აკონტროლებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის" იარლიყი მიაწებონ.
"გამჭვირვალობას რაში ჭირდება ორგანიზაციებისთვის იარლიყის მიწებებას? ფინანსურ დეკლარაციასაც ისე ვერ შეავსებს რომელიმე არასამთავრობო, თუ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას" არ დაირქმევს?", — წერს მეტრეველი.
შოთა დიღმელაშვილი: მოძრაობა შინ ევროპისკენ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება, სავარაუდოდ, ევროკავშირში ე.წ. EU Fara-ს დაინიცირებას უკავშირდება.
"ევროკავშირში კანონმდებლობა ლობიზმის გამჭვირვალობას, კერძოდ კი რუსულ-ჩინური გავლენების გამოვლენას ცდილობს, ხოლო საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში — პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასა და სტიგმატიზაციას".
ბექა მინდიაშვილი: თეოლოგი ფეისბუქზე წერს, რომ თუ არ დავიცავთ პრინციპს — ყველა ერთად ერთის წინააღმდეგ, პროტესტი უშედეგო იქნება.
"დიდი საყოველთაო და შედეგიანი პროტესტის მთავარი კანონი არის მიზნის მიღწევაზე ორიენტაცია და ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, ერთმანეთის დამუნათებაზე უარის თქმა. არა რუსულ კანონს!", — წერს მინდიაშვილი.
ნინია კაკაბაძე: ჟურნალისტის თქმით, ქართული ოცნება პირდაპირ და დაუფარავად ამბობს რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა, რაშიც ხელს არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია უშლის.
"ღია ომი გამოაცხადეს. ამ ბრძოლაში ან დამარცხდებიან და გაუყვებიან რუსული გემის გზას ან შეეგუეთ რომ პუტინის რუსეთში ვრჩებით!", — წერს კაკაბაძე.
გაიგე მეტი: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
-
ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
კომენტარები