ბრიტანეთმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, იემენელების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყონ
ფოტო: ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
მოკლედ: დიდმა ბრიტანეთმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები დაიწყონ იემენის ჰუსიტი მებრძოლების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც მათ წითელ ზღვაში გემებზე ყველაზე დიდი თავდასხმა მოიგერიეს.
- სამშაბათს ღამით ჩამოაგდეს 21 დრონი და რაკეტა, რომლებიც ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ იყო ნასროლი.
გაეროს რეზოლუცია თავდასხმების წინააღმდეგ
გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია ჰუსიტების თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.
- რეზოლუციის ტექსტი მხარს უჭერს გაეროს წევრი ქვეყნების უფლებას, დაიცვან საკუთარი გემები.
- გაეროს რეზოლუციაში წერია, რომ ჰუსიტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ყველა თავდასხმა, რომელიც აფერხებს მსოფლიო ვაჭრობას და ძირს უთხრის ნავიგაციის უფლებებს და თავისუფლებებს.
- რეზოლუციას მხარი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, მოზამბიკმა და ალჟირმა.
ჰუსიტების სპიკერმა, მოჰამედ ალი ალ-ჰუსიმ რეზოლუციას "პოლიტიკური თამაში" უწოდა. დაჯგუფება ამბობს, რომ თავს ესხმის ისრაელთან დაკავშირებულ ხომალდებს, ღაზაში მიმდინარე ომის გამო.
თავდასხმა ამერიკულ გემზე
ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე, სამშაბათს, გახდა ამერიკული ხომალდი, რომელიც ისრაელს ეხმარებოდა. 19 ნოემბრის შემდეგ, ეს იყო 26-ე თავდასხმა კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში.
- აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანული დრონები, გემთსაწინააღმდეგო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:15 საათზე გაისროლეს.
- ამერიკულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს 18 დრონი, 2 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ბალისტიკური რაკეტა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა რეაქცია ჰქონდა დასავლეთს
მოგვიანებით, ჰუსიტების სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, იაჰია ალ-სარეამ დაადასტურა, რომ ოპერაცია მათმა ძალებმა ჩაატარეს "დიდი რაოდენობით ბალისტიკური და გემთსაწინააღმდეგო რაკეტებითა და დრონებით".
- შეფსმა თქვა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს არალეგალური თავდასხმები სრულიად მიუღებელია და თუ გაგრძელდება, ჰუსიტებს პასუხისგება მოუწევთ.
- "ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლისა და გლობალური ეკონომიკის დასაცავად“, — დასძინა მან.
- მოგვიანებით, თავდაცვის მდივანმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ირანი დგას "იმ ცუდი მოვლენების უკან, რაც რეგიონში ხდება" და გააფრთხილა ისლამური რესპუბლიკა და ჰუსიტები, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება "შედეგები", თუ გემებზე თავდასხმები არ შეწყდება.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დასავლეთის შეიარაღებული მოქმედებები დაიწყოს იემენში ჰუსიტების ობიექტების წინააღმდეგ, ან ირანში, შეფსმა თქვა:
- "არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, თუმცა საერთო განცხადებაში, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ნათქვამია, რომ თუ ეს [თავდასხმები] არ შეჩერდება, მოჰყვება ჩვენი ქმედებები. ასე რომ, ვშიშობ, ყველაზე მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის —"დააკვირდით ამ ტერიტორიას".
"საერთო განცხადებაში" ის გულისხმობდა განცხადებას, რომელიც 1 კვირის წინ გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, ბელგიამ, კანადამ, დანიამ, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა გამოაქვეყნეს. მოკავშირეებმა გასულ თვეში დაიწყეს ოპერაცია, წითელ ზღვაში გემების დასაცავად.
ისინი აღნიშნავენ, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას, რომელიც გლობალურ ვაჭრობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
მსგავსი: თავდასხმები წითელ ზღვაში — ვინ არიან ჰუსიტები და რატომ ბომბავენ გემებს
ამავე თემაზე: 12 ქვეყანა მოუწოდებს იემენელ ამბოხებულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები წითელ ზღვაში
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები