ქვიზი: მოგერევა თუ არა კრემლის პროპაგანდა?
რუსეთიდან მომავალი დეზინფორმაცია ციფრულ ეპოქაში უფრო და უფრო დიდი გამოწვევა ხდება. ახალი არავისთვისაა, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, კრემლი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საკმაოდ დახვეწილ ტაქტიკებს იყენებს, რითაც მოქმედებს საზოგადოების აზრზე, იწვევს მოსახლეობაში სხვადასხვა სახის სიძულვილის გაღვივებას და მანიპულირებს პოლიტიკური ნარატივებით როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით, ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოსა და უკრაინას, ეხება.
სოციალურ მედიაში მანიპულირებიდან სახელმწიფო პროპაგანდამდე, უკვე არაერთხელ ვიხილეთ კამპანიები, რომლებიც სიმართლესა და სიცრუეს შორის ხაზის გავლებას ძალიან ართულებენ. შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს მართებს სიფრთხილე, რათა ძალაუნებურად ტყუილების ამ ქსელში არ გავეხვეთ. შეავსე ქვიზი და გაიგე, მოგერევა თუ არა კრემლის პროპაგანდა.
ქვიზი: მოგერევა თუ არა კრემლის პროპაგანდა?
ტესტის დაწყება1 / 8 მოდი, ლუგარის ლაბორატორიით დავიწყოთ: იქ C ჰეპატიტის წამლებს ადამიანებზე ცდიან და ამიტომ ეს მედიკამენტები საქართველოში უფასოა
2 / 8 აბა, გამოიცანი, ჩამოთვლილი განცხადებებიდან, რომელი არ ეკუთვნის პუტინს?
- საბჭოთა კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო
- სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შევიდნენ
- ომი მშვიდობაა, თავისუფლება-მონობა, უცოდინრობა კი ძალა
- დონბასი უკრაინას ლენინმა მიუერთა
3 / 8 რომელი შეესაბამება სიმართლეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით?
- ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო
- ქართულმა მხარემ სამშვიდობოებს ესროლა, რამაც რუსეთის ომში ჩაბმა გამოიწვია
- საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა
- რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა სამხედრო აგრესია 1 აგვისტოს დაიწყეს
4 / 8 ვარდების რევოლუცია დასავლური ძალების მიერ დაფინანსებული პროექტი იყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ — სიმართლეა თუ სიცრუე?
5 / 8 აბა, გვითხარი, რომელი რუსული ტელევიზია ატარებს ოპოზიციურ სარედაქციო პოლიტიკას?
6 / 8 უკრაინაში შეჭრას წინ პუტინის ვრცელი გამოსვლა უძღოდა — რომელი მტკიცება არ გვხვდება ამ მონოლოგში
- "ჩვენ პირველებმა აღვმართეთ მახვილი ტირანიის წინააღმდეგ"
- "უკრაინულ საზოგადოებაში ნაციონალიზმმა რუსოფობიისა და ნეონაციზმის სახე მიიღო"
- "უკრაინა სრულად რუსეთმა შექმნა"
- "მაიდანს უკრაინა დემოკრატიასთან და პროგრესთან არ მიუახლოებია"
7 / 8 დასავლეთს, უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა — ტყუილია თუ სიმართლე?
8 / 8 და ბოლოს, გაიხსენეთ, რომელი მედიასაშუალება უნდა დახურულიყო მას შემდეგ, რაც კიევი სამ დღეში არ დაეცა?
მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები