რა ვიცით აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ქალების საქმესა და მდგომარეობაზე
ფოტო: On.ge-ს კოლაჟი
რა ხდება? 2022 წლის ივნისსა და ნოემბერში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეები — 25 წლის ქრისტინე თალაკანძე და 29 წლის ასმათ თავაძე დააკავა. მათგან ერთს, თალაკანძეს, ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
- ისინი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან.
- საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (*EMC) ეხმიანება.
- EMC: "ხელისუფლება ამბობს, რომ მათი დაკავების დღიდან აქტიურად მუშაობენ გასათავისუფლებლად, თუმცა, უკვე მეორე წელია, ორივე ქალი პატიმრობაში რჩება და დამაიმედებელი ინფორმაცია თბილისისთვის მათი გადმოცემის შესახებ არ ვრცელდება".
დეტალები:
- ქრისტინე თალაკანძე გალის რაიონში, სოფელი ნაბაკევში ცხოვრობდა და 2022 წლის 20 ივლისს, ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთის დროს მაშინ დააკავეს, როცა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა.
- რას ედავებიან თალაკანძეს? საოკუპაციო რეჟიმმა მის წინააღმდეგ ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე და "ბრალად ედება" საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედება და ქართული სპეცსამსახურებისთვის სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადაცემა.
2023 წლის 5 მაისს, აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
- ასმათ თავაძე აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა ორგანოებმა მისსავე სახლში, სოხუმში დააპატიმრეს.
- EMC: "თავაძის დაკავების ფაქტებში, ჩანს მის სახლში არსებული ქართული სიმბოლიკა (საქართველოს დროშა და გერბი).
- მედიის მიხედვით, თავაძე სამტრედიაში ცხოვრობს, თუმცა სოხუმში მიმოსვლის შესაძლებლობა აქვს და 2021 წელს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობაც მიიღო.
- "მას ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა ჩნდება ვარაუდი, რომ მის საქმეს პოლიტიკურ ელფერსაც აძლევენ", — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სტრიქონებს შორის: ბოლო წლებში, დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ეთნიკური ქართველების დაკავების პრაქტიკაში ახალი ტენდენციები ჩანს. თუ წინა წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივი დაკავების შემთხვევები მეტწილად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდებოდა და როგორც წესი, ასეთი საქმეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით იწარმოება, ბოლო პერიოდში იმატა სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებების, მათ შორის, ქალების დაპატიმრებების რიცხვმა.
ხელისუფლების ხარვეზები: EMC წერს, რომ
- აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი პირების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მძიმეა.
- ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა თალაკანძის და თავაძის თბილისისთვის გადმოცემისა და გათავისუფლებისთვის;
- გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, დაკავებული ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და მეთვალყურეობა გაუწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ქალების ფიზიკურ უსაფრთხოებას;
- შეიმუშავოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშემწყობი სისტემური ინსტრუმენტები, რომელიც მოიცავს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე მუშაობის გაძლიერებას, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებთან ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის პროცესებს.
ისევე გადაუჭრელი პრობლემაა ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის შემდეგ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას საკითხი.
- ახლობლების მიხედვით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.
- გუშინ, 24 ოქტომბერს, თბილისში ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი კიდევ ერთი აქცია გამართეს.
- ხელისუფლების უმოქმედობა: 2 წლის წინ, ჯერ კიდევ 2021 წელს, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბებუას გასათავისუფლებლად "ეფექტიანად მუშაობენ".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები