PACE-ის 51 დეპუტატი: თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, მოვუწოდებთ PACE-ს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 51 დეპუტატი (24 სხვადასხვა ქვეყნიდან, გაწევრიანებულები 4 სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში) ავრცელებს წერილობით დეკლარაციას - "ავტოკრატიული უკუსვლა საქართველოში" —- და პირველად ისტორიაში აპირებენ მინისტრთა კომიტეტისთვის მიმართვას საქართველოს ევროსაბჭოდან გასაძევებლად, თუ რამე არ შეიცვალა", — ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე წერს. მისივე თქმით, "დეკლარაციაში ავტოკრატიის მტკიცებულებად დასახელებულია ოპოზიციის განადგურების კამპანია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება და პოლიტიკური პატიმრობები/დევნები".
დეკლარაცია, რომელსაც ხელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი აწერს ხელს, PACE-ის ვებგვერდზე იძებნება და 19 აგვისტოთია დათარიღებული. დოკუმენტის ავტორი ევროპელი დეპუტატები წერენ, რომ "თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, არსებითი საფუძვლით გაასაჩივრებენ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო".
"2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585 (2025), რომლითაც რატიფიცირებულია საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას გაუმჯობესებული საარჩევნო პირობების პირობებში.
სამაგიეროდ, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის წამყვანი ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან.
ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია.
გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა.
რეპრესიისა და განშორების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას.
ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრი სახელმწიფოს შიგნით ავტორიტარული უკუქცევის იგნორირება ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძველს. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ შევუქმნით საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო", — წერია დოკუმენტში.
მიმდინარე წლის 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები.
ასამბლეის წინა რეზოლუციაში, რომელიც 29 იანვრით თარიღდება, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაენიშნათ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
- ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ვგმობთ ახალ კანონებს — PACE-მა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
- ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – რა წერია PACE-ის რეზოლუციაში?
- რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები