კახა კალაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი
"ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს", — ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,
მერის თქმით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.
"საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია", — განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.
"შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
კომენტარები