შალვა პაპუაშვილი: EU-ს საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს".
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ "ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა".
"ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.
თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულსწრაფობამ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები.
დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.
ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლობიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.
ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი:
გაგანია ომისას, არ უნდა მოითხოვო სამომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
არ უნდა აფათურო, უშნოდ, ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.
თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანდისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება.
ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ", — წერს შალვა პაპუაშვილი.
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
კომენტარები