NRP: სახდეპის თანამშრომელს ტრამპისა და პუტინის შეხვედრის გეგმა სასტუმროს პრინტერში დარჩა — ტრამპი საზეიმო სადილს და პუტინისთვის არწივის ქანდაკების ჩუქებას გეგმავდა
ანკორიჯში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პატივსაცემად ვახშამი იყო დაგეგმილი. ამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის დოკუმენტები ადასტურებს, რომელიც სასტუმროს პრინტერში დარჩათ. დოკუმენტები ამერიკის ეროვნულმა საზოგადოებრივმა რადიომ (NPR) მოიპოვა.
დოკუმენტების მიხედვით, პუტინის პატივსაცემად ანკორიჯში საზეიმო სადილი იგეგმებოდა, გაწერილი იყო მენიუც, დონალდ ტრამპს კი რუსეთის ლიდერისთვის საჩუქრად მაგიდაზე დასადგმელი ამერიკული თეთრთავიანი არწივის ქანდაკება უნდა გადაეცა. NPR წერს, რომ საბუთები სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას შეიძლება არ შეიცავდა, მაგრამ მომხდარი ფაქტი მიუთითებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა არაკომპეტენტურობასა და დაუდევრობაზე, რაც რისკის შემცველია.
დოკუმენტში მითითებულია პროტოკოლის თანამშრომლების სახელები და ტელეფონის ნომრები, დელეგაციის ადგილების, განლაგება და რუსული გვარების წარმოთქმის რჩევებიც კი - POO-tihn, Laav-rof და ა.შ. თეთრ სახლს ამ მონაცემებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, წერს NPR.
როგორც NPR წერს, რვა დაბეჭდილი გვერდი კაპიტან კუკის სასტუმროს სამმა სტუმარმა იპოვა და NPR-ს გადასცა სამხედრო ბაზასთან ახლოს, სადაც შეხვედრა გაიმართა — ისინი ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომ ერთ-ერთ პრინტერში იდო. დოკუმენტები პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9 საათზე იპოვეს, ორი პრეზიდენტის ანკორიჯში ჩასვლამდე დაახლოებით ორი საათით ადრე.
დოკუმენტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სპონტანური იყო ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა და რომ მისი ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა. ისინი ასახავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად ორმხრივი შეხვედრა იყო დაგეგმილი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტები თავდაპირველად პირისპირ ისაუბრებდნენ. საბოლოოდ, შეხვედრაში თითოეული მხრიდან სამ-სამი ოფიციალური პირი მონაწილეობდა: პუტინსა და უშაკოვს შეუერთდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო ტრამპსა და ვიტკოფს — სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები