ხამზათ ჩიმაევმა UFC-ში გამარჯვება კადიროვის 17 წლის შვილს, ადამს მიუძღვნა
ჩეჩენმა შერეულმა MMA-ს მებრძოლმა, ხამზათ ჩიმაევმა UFC-ის საშუალო წონით კატეგორიაში ახლად მოპოვებული ტიტული ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟს, ადამ კადიროვს მიუძღვნა.
ჩიმაევმა გამარჯვება კვირას მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ჩიკაგოში, UFC 319-ზე სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დიუ პლესი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ ჩიმაევმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ტიტულს ჩეჩნეთის მეთაურის შვილს, ადამ კადიროვს უძღვნიდა.
"ჩეჩნებო, ქამარი ჩვენია! ჩეჩნისთვის კიდევ ერთი ქამრის მოგება პრობლემა არ არის. ჩეჩენო ახალგაზრდებო, მოდით, ვიმუშაოთ. ალლაჰუ აკბარ! ახმატი ძალაა! დუსტუმ (ადამ კადიროვის მეტსახელი), ამ რკინის ნაჭერს მოგიტან. დუბაიში შევხვდებით," — თქვა ჩიმაევმა, რომელსაც ჩემპიონის ქამარი ეჭირა ხელში.
ჩიმაევის ოქტაგონზე გასვლას თან ახლდა "ჰიმნი" ჩეჩენი მგოსნის, ტიმურ მუცურაევის სიმღერა. მისი ნაწარმოებები რუსეთში ექსტრემისტული მასალების სიაშია შეტანილი ჩეჩნეთის ომების დროს ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის გამო. რინგზე შესვლისას მებრძოლმა დაიყვირა "ალლაჰუ აკბარ!".
სპორტსმენმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით UFC-ის ტიტული პირველად მოიპოვა. მანამდე ჩიმაევი შვედეთის დროშის ქვეშ ასპარეზობდა.
UFC შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარობის უდიდესი კერაა, რომელიც ღონისძიებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს. მის YouTube არხს 21 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ასპარეზობის შემდეგ რამზან კადიროვმა ჩიმაევს გამარჯვება მიულოცა. მასთან დაკავშირებულ Instagram-ის გვერდზე გამოჩნდა ვიდეომიმართვა, რომელშიც ის მებრძოლს აღწერს, როგორც "შეიხ მანსურისა და ბაისანგურის შთამომავალს" — მე-18 და მე-19 საუკუნეების ჩეჩენ ლიდერებს, რომლებიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობის დროს.
ადრეულ წლებში ჩიმაევს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კადიროვის ვაჟები რეგულარულად ახლდნენ ბრძოლებზე. თუმცა, ამჯერად ტურნირი აშშ-ში ჩატარდა, სადაც ჩეჩენი ლიდერის ოჯახს სანქციების გამო შესვლა ეკრძალება.
რამზან კადიროვის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები "ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის" 2017 წლიდან მოქმედებ. 2020 წელს მასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც დასანქცირდა, მათ შორის "ახმატის" საბრძოლო კლუბიც. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეზღუდვები არაერთ რუს სპორტსმენსა და სპორტულ ორგანიზაციაზე გავრცელდა.
ჩიმაევმა ბოლოს აშშ-ში 2022 წლის 10 სექტემბერს იასპარეზა. სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ის მხოლოდ აბუ-დაბიში იბრძოდა. UFC-319 მისი პირველი დაბრუნება იყო ამერიკულ ოქტაგონზე თითქმის სამი წლის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი აქტიურად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს მისი საარჩევნო კამპანიის დროს.
ჩიმაევს Instagram-ზე 10.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი მრავალი პოსტი ჩეჩნეთის მეთაურის მხარდაჭერას გამოხატავს. მან რამზან კადიროვს არაერთხელ უწოდა "პადიშაჰი", ანუ მეფე და საჯაროდ მადლობა გადაუხადა. ის ადამ კადიროვს თავის "პროტეჟეს" უწოდებს, რადგან ის კადიროვის შვილებს საბრძოლო ხელოვნებაში ავარჯიშებდა.
2023 წელს ჩიმაევმა კამარუ უსმანი დაამარცხა და UFC-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ბრძოლა ჩიმაევს სამ მილიონ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს. საჯარო გამოსვლებში მან ასევე ისაუბრა პალესტინისთვის საბრძოლველად წასვლის სურვილზე.
კარიერის განმავლობაში ჩიმაევმა 14 პროფესიონალური MMA ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. ამ გამარჯვებებიდან ცხრა ნოკაუტით ან დამორჩილებით მოიპოვა. UFC-ში მისი დებიუტი 2020 წელს შედგა და სწრაფი გამარჯვებებით მაშინვე მიიპყრო ყურადღება. იმავე წლის ივლისში ჩიმაევმა ათ დღეში ორჯერ იბრძოლა და ჯონ ფილიპსს და რის მაკკის აჯობა, რაც UFC-ის რეკორდია.
მოგვიანებით მან ჯერალდ მეერშარტზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 17 წამში ნოკაუტით დაამარცხა. 2022 წელს, UFC-273-ზე, ჩიმაევმა გილბერტ ბერნსი დაამარცხა ბრძოლაში, რომელიც წლის საუკეთესოთა შორის შეფასდა.
2022 წლის მაისში ჩიმაევის ქორწილი ფართოდ გაშუქდა ჩეჩნურ მედიაში. ზეიმს რამზან კადიროვი დაესწრო. გროზნოს ცენტრში გზები საქორწილო კორტეჟისთვის გადაიკეტა.
მიმდინარე წლის იანვარში, სოციალური მედიის მომხმარებლებმა ინფორმაცია გაავრცელეს მებრძოლის მეორე ქორწილის შესახებ. ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ცნობით, პატარძალი მხოლოდ 17 წლის იყო და მოიტაცეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები