უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შექმნილ კომისიას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლად შექმნილ ერთობლივ კომისიას უხელმძღვანელებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების წინადადების შემუშავებაზე იმუშავებს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.
კომისია აშშ-ის, უკრაინის, ევროპის და NATO-ს წარმომადგენლებისგან შედგება.
"მომდევნო დღეებში ყველა მზის ამოსვლიდან დაღამებამდე უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებს. შესაძლოა, კვირის ბოლომდე გარკვეული არქიტექტურა შეიქმნა," — გამოცემა Axios-ის ცნობით, განაცხადა რუბიომ.
კომისიის შექმნის შესახებ ორშაბათს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპსა და ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ შვიდ ევროპელ ლიდერს შორის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.
კომისიის ხელმძღვანელად რუბიოს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. გამოცემა ორშაბათს საღამოს იუწყებოდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ოთხი ნაწილისგან შედგება: საჰაერო თავდაცვა, სამხედროების ყოფნა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თვალყურის დევნება და შეიარაღება.
The Hill წერს, რომ რუბიო, რომელიც ასევე ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია, შეერთებული შტატების სამი ჩინოვნიკიდან ერთ-ერთი იყო, ვინც მონაწილეობდა პარასკევს ალასკაში რუსეთის დელეგაციასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.
გამოცემის ცნობითვე, ორშაბათს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ ადმინისტრაცია კრემლის ლიდერსა და ზელენსკის შორის შეხვედრას დანიშნავდა.
ამ დროისთვის მხარეებს შეხვედრის შესახებ საბოლოოდ შეთანხმება არ აქვთ მიღწეული, შესაბამისად უცნობია როდის ვიხილავთ ზელენსკისა და პუტინს პირისპირ ფორმატში.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა სამშაბათს უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში კიევისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევის ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, განსაკუთრებით, ალბათ, საჰაერო გზით, რადგან არავის აქვს ის, რაც ჩვენ გვაქვს," — განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს ლიდერები გააფრთხილა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში NATO-ს ძალების გამოძახების წინააღმდეგია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები