გულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი
ფოტო: თოდუას კლინიკა
გულის უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და, ზოგჯერ, სიცოცხლესაც კი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნიშნების დროულად ამოცნობა და რეაგირება.
რა ახასიათებს გულის უკმარისობას, რა ზრდის მისი განვითარების რისკებს და როგორია გამოსავალი? – ამ და სხვა კითხვებს თოდუას კლინიკის კარდიოლოგი ნინო ბაზღაძე პასუხობს.
რა არის გულის უკმარისობა და რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის?
გულის უკმარისობა არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ვითარდება გულის სტრუქტურული ან/და ფუნქციური დაზიანების შედეგად; ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს სისხლის სათანადო ცირკულაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი გულის უკმარისობის დიაგნოზი მსოფლიოს მასშტაბით. მეტად გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აზიაში, შედარებით ნაკლებად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც კავშირშია ამ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის ცხოვრების განსხვავებულ სტილთან (კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე, ჭარბწონიანობა).
როგორია გულის უკმარისობის სიმპტომები, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
გულის უკმარისობა ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტებს უჭირთ ღამით ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება და აქვთ მშრალი ხველა. ასევე, გამოხატულია ადვილად დაღლა, ზოგადი სისუსტე, შესაძლოა იყოს გულის რითმის სხვადასხვა ტიპის დარღვევა და პერიფერიული შეშუპება (საწყის ეტაპზე უპირატესად ქვედა კიდურების, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ვლინდება გლობალური შეშუპება, შესაბამისად, ფიქსირდება სხეულის წონის მატებაც).
გირჩევთ ზემოთ აღწერილი სიმპტომები არ დატოვოთ უყურადღებოდ, ვინაიდან მკურნალობის შედეგები და დაავადების გამოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კარდიოლოგთან დროულ ვიზიტზე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: კარდიოლოგია თოდუას კლინიკაში
მიმდინარეობის მიხედვით, გულის უკმარისობა შეიძლება იყოს: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. მწვავე ან ქვემწვავეა დაავადება, თუ სიმპტომების აღმოცენებიდან გასულია რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა. ქრონიკულის შემთხვევაში კი, სიმპტომები რამდენიმე თვის ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვლინდება. უნდა აღინიშნოს, რომ მწვავე გულის უკმარისობა წარმოადგენს ერთ-ერთ გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას, რაც მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას.
რა ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკებს?
გულის უკმარისობის განვითარების რისკი მაღალია ისეთი დაავადებების არსებობის პირობებში, როგორიცაა გულის იშემიური/ათეროსკლეროზული დაავადება (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული კორონარული სტენტირება ან შუნტირება), არტერიული ჰიპერტენზია, გულის სარქვლოვანი პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე.
გულის უკმარისობის განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მაგალითად, საერთაშორისო კვლევის, Framingham Heart Study-ის მიხედვით, 50-59 წლის ასაკის პოპულაციაში 1000 მოსახლიდან გულის უკმარისობის 8 შემთხვევა, ხოლო 80-89 წლის ასაკის პოპულაციაში 1000 მოსახლეზე 66 შემთხვევა გვხვდება.
როგორ ხდება გულის უკმარისობის დიაგნოსტირება?
დაავადების დიაგნოსტირება პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შესწავლით იწყება, რასაც მისი ფიზიკური გასინჯვა მოსდევს. უნდა ჩატარდეს საბაზისო ინსტრუმენტული კვლევები, როგორიც არის ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია და გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა. ასევე მნიშვნელოვანია რიგი ლაბორატორიული კვლევები.
როგორია გულის უკმარისობის მკურნალობისა და მართვის გზები?
არსებობს გულის უკმარისობის კლასიკური მედიკამენტური თერაპია, რომელიც მოწოდებულია ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ასევე, ამერიკის გულის ასოციაციისა/ამერიკული კარდიოლოგიური კოლეგიის (ACC/AHA) მიერ გაიდლაინის სახით. ამავე დროს მნიშვნელოვანია პაციენტის ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სუფრის მარილისა და დიდი რაოდენობით სითხის/მინერალური წყლის მიღების შეზღუდვას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ჭარბი წონის შემთხვევაში სხეულის მასის კორექციას და მის სტაბილურად შენარჩუნებას.
საყურადღებოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათი დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა დღევანდელი მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევაა. გულის უკმარისობა კი წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული ავადობის და ლეტალობის მნიშვნელოვან მიზეზს. შესაბამისად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ჩვენ მიერ უკვე აღწერილი, ერთი შეხედვით, არც თუ ისე საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან დროულ ვიზიტს, ასევე, დამატებით ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებასა და სწორი მკურნალობის დაწყებას, გართულებების თავიდან აცილებისა და დაავადების პროგნოზის გაუმჯობესების მიზნით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები