რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან — მოკლედ
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რატომ არის მნიშვნელოვანი: ინტერვიუში საუბარია, თუ რატომ არ ჩასულა სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ასევ ორმხრივ ურთიერთობებსა და მზადყოფნაზე — არის თუ არა საქართველო მზად, სამხედრო საშუალებების გამოყენებით დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.
- ასევე რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და სანქციებზე.
- პრეზიდენტი საუბარს იწყებს იმით, რომ საქართველოსა და უკრაინას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, გარდა ამისა, ორ ქვეყანას გავლილი აქვს ერთი და იგივე მოვლენები.
- რაც, მისი თქმით, თავის მხრივ, ქმნის უამრავ ურთიერთგაგების მიზეზს.
დეტალები: ჟურნალისტი მას ეკითხება, თუ რატომ არ ჩავიდა უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობის ნიშნად, იმის ფონზე, რომ იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა ომის დაწყების შემდეგ.
- ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის ყოველთვის მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად.
- "ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია ხვალვე ჩამოვიდე", — ამბობს ის.
- კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვია ის ზელენსკიმ, ამბობს, რომ ეს "მისდამი პიროვნული დამოკიდებულება არაა, უბრალოდ ეს ის არის, რასაც ამ ეტაპზე სამთავრობო წრეებს შორის არც თუ ისე დამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს ეძახიან."
- "მზად ვარ [ჩასასვლელად]. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე მოგვეცემა. ყირიმის პლატფორმაზე დასასწრებად მოწვევა ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა", — თქვა ზურაბიშვილმა.
- ჟურნალისტი ზურაბიშვილს საქართველოსა და რუსეთს შორის "ურთიერთობების დათბობაზეც" ეკითხება და მაგალითად რუსული ავიაკომპანია მოჰყავს, რომელიც ფრენებს ოკუპირებულ ყირიმშიც ასრულებს.
- პრეზიდენტს ეკითხებიან, მიაჩნია თუ არა ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ღალატად, სადაც ტერიტორიების ნაწილი რუსების მიერაა ოკუპირებული.
- ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე მას დიდი პროტესტი ჰქონდა და განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და მთავრობის პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება.
- მისივე თქმით, საქართველო არასოდეს იქნებოდა ასე ახლოს ევროკავშირთან, რომ არა უკრაინელი ხალხის თავდადება და ბრძოლა.
- "ვფიქრობ, ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის და ძალიან მადლიერია ამის გამო, რადგან ეს არის გზა, რომელზედაც მან დამოუკიდებლობის დაწყებისთანავე დაადგა ფეხი", — თქვა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა ინტერვიუში საუბარია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს — რაც ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი იქნება ამ მარშრუტის ნაწილი.
- ამაზე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "რუსებმა მიიღეს, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვანი სიგნალები საქართველოს ხელისუფლებისგან და ახლა ისინი ცდილობდნენ დაინახონ, რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ."
- ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების ნაკლებობა წაახალისებს რუსეთს — შეეცადოს შეამოწმოს რამდენად შორს შეიძლება წავიდეს.
- განმარტავს, რომ ის წინააღმდეგი იქნება, თუკი რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.
- ჟურნალისტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ დააყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა: "ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით."
- ჟურნალისტის კითხულობს, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი დღევანდელ ვითარებაში, რადგან მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ განცხადებაა.
- ის ზურაბიშვილს ეკითხება მართალია თუ არა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურად სთხოვენ საქართველოს ამით ერთგვარი მეორე ფრონტის გახსნას?
- პრეზიდენტის თქმით, ვისაც რაიმე ესმის სტრატეგიული საკითხების შესახებ, იცის, რომ ამას[მეორე ფრონტს] აზრი არ აქვს.
- ამბობს, რომ როცა უკრაინა გადაწყვეტს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ომი დასრულდეს — დარწმუნებულია, რომ იმ დროს, მთელი ევროპის ინტერესშია, მოსთხოვოს რუსეთს დატოვოს მთელი ოკუპირებული ტერიტორია.
- განმარტავს, რომ როცა რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ არ აღიარებს, რომ მას არ შეუძლია თავისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია, პატარა თუ დიდი, მაშინ რუსეთი რუსეთად დარჩება.
- ზურაბიშვილის თქმით, რამდენიმე წელში რუსეთი იმავეს კიდევ დაიწყებს, ამიტომ მან უნდა აღიაროს თავისი საზღვრები და იცხოვროს მხოლოდ იქ, სადაც თავისი საზღვრებია.
- მას ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების არ სჯერა.
- ამბობს, რომ არ არსებობს მეორე ფრონტი, რომელიც უკრაინას დაეხმარება.
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ უკრაინას აქვს ტერიტორიის სიღრმე, აქვს საკუთარი სამხედრო რესურსი და აქვს სრულიად განსხვავებული პოტენციალი.
- "საქართველო, როგორც ქვეყანა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ის არის მოსახლეობა, რომელმაც ეს განიცადა, ესმის და აბსოლუტურ მხარს უჭერს რეალურ უბედურებას, რომელსაც უკრაინა განიცდის", — ამბობს პრეზიდენტი.
- ჟურნალისტი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილზეც ეკითხება — ამბობს, რომ ის უკრაინის მოქალაქეცაა და უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მიმართა საქართველოს, რომ ის დაებრუნებინათ, თუმცა ამაზე საქართველო უარს ამბობდა.
- ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რატომ არ იწყალებს მას სალომე ზურაბიშვილი.
- სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ითვალისწინებს მათ ნებას.
- ამბობს, რომ ეს საკითხი უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებს "არ გააფუჭებს".
- ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს სააკაშვილისგან განსხვავებული სიტუაციაა და პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ ვერავის შეიწყალებს.
- "ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ან არ გავაკეთო", — თქვა ზურაბიშვილმა.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
გადახედვა
-
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები