დენი, ბენზინი და რუსეთი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე
რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემს პოსტში სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული ბენზინი (ლუკოილი) – ან ძალიან ცუდია ხარისხით, ან როგორც მინიმუმ არაფრით ჯობია სხვებს და მე კიდევ ერთხელ ვცდილობდი შემეხსენებინა ჩემი მეგობრებისთვის, რომ ასხამ რუსულ ბენზინს – იხდი ფულს ტყვიაში რომელიც მერე შენ და შენ შვილს მოგხვდებათ.
სულ ერთადერთი ჩემი მეგობარი შემოვარდა და გამოაცხადა რო დიახაც, ასხამს ყოველთვის ლუკოილში და სუ ფეხზე ჰკიდია რას ვფიქრობთ მე და ჩემნაირები.
მე არ ვარ ადამიანი რომელიც ჩხუბზე გადადის ასეთ დროს, იმიტო რო, ადამიანს რო ეჩხუბები, მერე ის აღარასოდეს მოგისმენს და არ შეიცვლის პოზიციას.
ნუ მე ვეცადე აპელირებას იმის ახსნით, რო თუ აგრესორს აძლევს უფლებას თან გცემოს და თან კიდე ფულს უხდი – ის აგრესორი თვლის რო ყველაფერს სწორად შვება და ასევე უნდა გააგრძელოს.
და რო თუ მსოფლიოს ვეხვეწებით უფრო მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ – ჩვენვე რატომ არ ვაწესებთ სანქციებს იმაზე, რაზეც შეგვიძლია? – კარგი, მთავრობა უქნარაა და ცუდი ტიპია, პერსონალურად მაინც ხო მართავ არა საკუთარ თავს მაინც?
რაზეც მან ვეღარ იპოვა პასუხები და მიაწვა დემაგოგიას რო – “მაშინ თელასის დენს რატო მოიხმარ? – რატომ ეგ არ გაწუხებს?”
მე შევეცადე იმის ახსნას, რომ სახლში რო მქონდეს 2 შტეფსელი, ერთი რუსული დენით და მეორე ნებისმიერი სხვა დენით, თუნდაც სხვა დენი ძვირი ღირდეს – მაინც მხოლოდ სხვა დენის შტეფსელში შევაერთებდი ყველაფერს.
ანუ, რომ არჩევანი არ მაქვს დენის შემთხვევაში და ბენზინზე კიდევ გაქვს არჩევანი, კიდევ 4 სხვა კომპანიაა და შენით ირჩევ ოკუპანტისას და ამაზე გედავები თქო.
აქვე იმასაც დავსძენ, რომ პიროვნულად არცერთ ერს არაფერს არ ვერჩი და ბოლო ოკუპანტი რო გავა ჩვენი ქვეყნიდან და როგორც გერმანელი ფაშისტების შვილებმა იხადეს კომპენსაციები – რუსი ფაშისტებიც რო აანაზღაურებენ დამწვარ სახლებს და განადგურებულ კარ-მიდამოებს – ჩემთვის რუსეთიც ისეთი მეზობელი იქნება, როგორც ყველა სხვა და რამდენი ფულიც უნდა იმდენი წაუღია მერე ჩვენი ქვეყნიდან, როგორც მიაქ ამერიკებს და ევროპებს.
ხოდა ამ დიალოგში მივხვდი, რომ, ის კი უშვებს დიდ შეცდომას – მარა მეც არ მეპატიება რო რიცხვებით არ მაქვს პასუხი და ვბოდიალობ რაღაცეებს დიდწილად.
ხოდა დავხარჯე მთელი კვირა დღე, წავიკითხე 15-მდე სხვადასხვა ანგარიში (ბაზრის კვლევა, ანტი-მონოპოლიურის დასკვნა, ფინანსური ანალიზი და ა.შ.)
და შემიძლია მოკლედ მოგიყვეთ შემდეგი:
1. ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფიკი, მთელი საქართველოს ელექტრო-ენერგიის ამბავში, არის ეს:
ამ გრაფიკზე, რომელიც თვეების მიხედვით არის, კარგად ჩანს რომ საქართველო ძირითადად მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ ელექტროენერგიას (უფრო დეტალურად იხილეთ ცხრილი ქვემოთ).
მოკლედ 95% დენისა არის ჩვენივე წარმოებული, ძირითადად ჰიდრო-ელექტრო-სადგურებით, 5% არის იმპორტი, ძირითადად რუსეთიდან – ანუ აი კალაძეს რო გადავუარეთ რუსულ იმპორტზე, რეალურად 5%-ზე იყო საუბარი, იმავ დროულად – სხვა თვეებში 5%-ის ექსპორტიც ხდება (იმავე რუსეთში) – ასე რომ სინამდვილეში საქართველო რეალურად მთლიანად ადგილობრივ დენს მოიხმარს რეალურად.
და ის მიზერული დენის იმპორტი რაც შემოდის რიცხვებად:
2. თელასის შემოსავალი:
თელასის შემოსავალი 2015 წელს იყო 327 მილიონი ლარი, აქედან 226 მილიონი დატოვა ჩვენს ქვეყანაშივე – ელექტრო ენერგიის შეძენით, 52 მილიონი დატოვა ქვეყანაში – ხელფასების სახით (იგულისხმება საშემოსავლოც), დატოვა კიდევ 3 მილიონამდე გადასახადებში, კიდევ უამრავი დახარჯა ცვეთა/ამორტიზაცია/იურიდიულ მომსახურებაში.
და რეალურად ქვეყნიდან შეეძლო გაეტანა მხოლოდ 7 მილიონი ლარი მოგება.
სულ ეს არის თელასის, როგორც დისტრიბუტორის “მონაგარი” რუსეთისთვის 2015-ში: 7 მილიონი ლარი (და 27 მილიონი 2014-ში, რომელიც შედარებით ფულია და ამიტომ ბოლომდე ფეხზე დაკიდება თელასისაც არ შეიძლება).
დანარჩენი ჩვენივე დენს იღებს, ჩვენვე გვყიდის, ჩვენვე გვიხდის ხელფასებს და ჩვენსავე ბიუჯეტს ავსებს.
და თელასი არ არის ყველაზე დიდი დენის დისტრიბუტორი, ყველაზე დიდი ენერგო-პრო ჯორჯიაა, მარა ნებისმიერ შემთხვევაში – დენს საქართველო, ორგანიზაციებიც და მოსახლეობაც – 95%-ს ადგილობრივს მოიხმარს (და 5% იმპორტს და 5% უშვებს ექსპორტზე ასე რომ…)
აქვე ბარემ ჰიდრო ელექტრო სადგურების წილები:
3. ბენზინის ბაზარი ზოგადად ძალიან დიდი აბლაბუდაა, მაგრამ ზოგადი დებულებები ასეთია:
ბაზარზე მოქმედებს სულ 5 დიდი კომპანია (ლუკოილი, რომპეტროლი, ვისოლი, სოკარი და კიდე რაღაც, გალფი არა, at least ოფიციალური სახელი სხვაა) და ეს 5 ახდენს საწვავის იმპორტს (ნუ ჯამში არის რაღაც 19 უწიპუწი კომპანია, მარა იმპორტში 5-ია).
- ლუკოილი – რუსეთი;
- რომპეტროლი – რუმინეთი, იტალია;
- ვისოლი – რუმინეთი, იტალია, ბულგარეთი, რუსეთი;
- სოკარი – აზერბაიჯანი.
2016 წელს მთლიანი შემოსავალი საწვავის ბიზნესში იყო 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი! (და არა იქ თელასის კუანა 327 მილიონი).
გავიმეორებ, 2 800 000 000 ლარი.
ლუკოილის პროცენტული წილი ვაჭრობაში წლიდან წლამდე მერყეობს, მაგრამ, მაგალითად 2017 წლის ზამთარში 42%-ი იყო, მოკლედ საშუალოდ 15-დან 25%-მდეა წელიწადში, ხან კიდე უფრო მეტი, ხან ნაკლები.
ანუ, ლუკოილის ფული, უხეშად, არის 500 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე – წელიწადში.
და ვინაიდან საქართველო ნავთობს არ აწარმოებს – ლუკოილი ამ ფულს ეზიდება პირდაპირ რუსეთში (ნუ მინუს ხელფასები, გადასახადები, აქციზი (რომელიც კსტაწი 30%-ია, მარა კომპანია კი არ ზარალობს – მთავრობა ამატებს ბენზინის ფასზე ზემოდან) – ოღონდ ამ ყველაფერს ქვეყანაში ნებისმიერი სხვა შემომტანიც იგივე პროცენტულობით ტოვებს).
თანაც ამ გზით ამყარებს მანეთს, იმიტო რო ლარით ყიდულობს ან დოლარს და მერე დოლარით მანეთს, ან პირდაპირ მანეთს…
რუსეთი უხეშად 250-ჯერ დიდია საქართველოზე ტერიტორიულად.
მაგრამ სულ 35-ჯერ დიდია მოსახლეობით (144 მლნ).
(და ბარემ აქვე, სულ 12-ჯერ დიდია სახმელეთო ჯარებით, რომლებიდანაც 70% წვევამდელები არიან, ეს იმ დროს, როცა დასაცავი ტერიტორია 250-ჯერ მეტია).
ხოდა მოკლედ, ლუკოილის შემოსავალი საქართველოდან – 1/35-დია რუსეთის ტერიტორიაზე შემოსავლიდან (და უფრო მეტიც არის – იმიტო რო რუსეთში ადგილობრივი საწვავი უფრო იაფია ვიდრე ჩვენთან ექსპორტზე მოტანილი).
რაც უხეშად იმას ნიშნავს, რო ჩვენგან წასული ფული – 2%-დან 4%-მდეა მთელი ლუკოილის ვაჭრობის… (და არა “კაი რა უაზროდ პატარა ვართ”) – მთავარია მომხმარებელი მოსახლეობის რაოდენობაა, და მაგით მხოლოდ 35-ჯერ პატარა ვართ.
თანაც ჩვენმა მთავრობამ “რატომღაც”(ალბათ ვითომ სიიაფის გამო) – ლუკოილთან დადო კონტრაქტი, ანუ გარანტირებულად ვუხდით ფულს, იმიტო რო შარი ვერაფერი მოსდეს ალბათ, ეს კი იმიტომ რომ, იხილეთ ქვემოთ.
დაახლოებით 3%-ის დაკარგვა ძალიან დიდი რიცხვია ნებისმიერი სერიოზული ბიზნესისთვის.
ამასთან ერთად საქართველოში “მანქანიფიკაცია” ძალიან მაღალია (რუსეთზე მაღალიც), 600-800 ათასი მანქანა არის საქართველოში(სხვა მონაცემებით 1 მილიონს გადააბიჯა) – 4.7 მილიონ მოსახლეზე.
თითო მანქანა კვირაში ხარჯავს 30-დან 80 ლარამდე საწვავზე, ანუ თვეში 150-დან 300 ლარამდე (ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციებში მძღოლებს 300 ლარიან ვაუჩერს აძლევენ 1 თვეზე).
საუბარია სამუშაო თვეებზე, კიდევ არის სიარული ტრასაზე აქეთ იქეთ და მეტი წვა სეზონურად თითო მანქანაზე.
და ცალკე თემაა უზარმაზარი ტაქსოპარკი, გრუზავიკო პარკი და ავტობუსო/მარშუტკო პარკი
მოკლედ ჯამურად გასაშუალოებულად მთელს წელიწადში – 1 მანქანა საწვავზე ხარჯავს 4000 ლარამდე – გაამრავლეთ ეს თუნდაც 500 000 მანქანაზე, ეგეც 2 მილიარდი ლარი.
ლუკოილის წილი აქედან დაახლოებით 80 000 – 200 000 მანქანაა ხოდა თქვენ იხდით ფულს რუსულ ტყვიაში, მაშინ როცა გაქვთ არჩევანი არ ქნათ ასე.
თანაც ჩვენმა მთავრობამ “რატომღაც”(ალბათ ვითომ სიიაფის გამო) – ლუკოილთან დადო კონტრაქტი, ანუ გარანტირებულად ვუხდით ფულს, იმიტო რო შარი ვერაფერი მოსდეს ალბათ, ეს კი იმიტომ რომ, იხილეთ ქვემოთ.
და ბოლოს
ყველა ქვეყანას აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, სადაც გაწერილია სანქციები რაც “დაემართება” ოკუპანტ მხარეს, თუ განახორციელებს ქვეყნის თუნდაც 1 მეტრის ოკუპაციას.
ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ რო იყო დიდი მუშტის ცემა გულში – ლატვიამ ჩაამატა ოკუპაციის კანონში პუნქტი, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ოკუპანტთან – ღალატია.
იმიტომ, რომ თუნდაც “კარგი” მოლაპარაკებებისას, თუნდაც პრეზიდენტების დონეზე, ძაან ძნელი გასარკვევია მერე სად არის ღალატი და სად ცოტა ხელი გადაუცდა ვინმეს, ამიტომ არანაირი მოლაპარაკება ოკუპანტთან – სანამ ბოლო ჯარისკაცი არ გავა – ან თუ რამე ჰუმანიტარულია საჭირო – შუამავალთან საუბარი მხოლოდ (წითელი ჯვარი, გაერო და ა.შ.)
ჩვენს ოკუპაციის შესახებ კანონში 2-გან რუსეთიც კი არის ნახსენები! – გაკვრით მარა მაინც, გაუბედავთ ჩვენს პარლამენტარებს.
მაგრამ ოკუპაციის კანონი ვრცელდება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (სადაც ბიზნესის წარმოება არალეგალურია და დასჯადი და ა.შ.) – ანუ ჩვენი ის მოქალაქეები, ვინც ეხლა იქ არიან ოკუპირებული (ვიმეორებ – ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რომლებიც რუსეთმა თავისებად გამოცხადა)
და ის ხალხი ვინც გამოყარეს სახლებიდან და სახლები მეთოდურად გადაუწვეს, “უფრო ცუდი ტიპები” არიან, ვიდრე დანარჩენები, მარტო ეგენი არიან ოკუპირებულები, და დანარჩენები, ჩვენი პარლამენტის აზრით – არ ვართ ოკუპირებულები და რაღაც პონტში “მარტო იმათი პრობლემაა” რაც ხდება
მარა ეგ იქეთ იყოს, რა მოხდება ამერიკა რუსეთს რო დაესხას თავს? – პირველივე დღეს ამერიკა დაკარგავს ყველა ინვესტიციას რუსეთში და ყველა აქტივებს, სულ ერთია 1 მეტრს მოიგებს თუ ვერ
ნორმალურია ეგ, ყველა ქვეყანამ იცის რო თუ მოახდენ სხვის ოკუპირებას – დაემშვიდობე შემოსავალს იქედან და იქ ჩადებულ ფულს, ხოდა:
- დასაწყებია ვაჭრობა “რეპატრიაციის სანქციებით”, რო თუ არ მოხდება გასვლა ჩვენი ტერიტორიიდან იარაღიანი ჯარის – მაშინ გავა ფულის გამტანი ბიზნესი
- ასახსნელია რო არაფერში ჩვენი ოკუპირება არ არგიათ და შეუძლიათ რამდენიც უნდა იმდენი გვწველონ ფინანსურად – მას მერე რაც სახლებში ცხოვრების, შუქის ანთების და ტრასებზე მშვიდად ბენზინის ხარჯვის საშუალებას მოგვცემენ ყველა მოქალაქეს უკლებლივ, და არა იმ 400 000 ადამიანის გამოკლებით რომლების ნაწილიც ჩვენ მხარეს ცხოვრობს უბედურებაში და ნაწილი იქ ცხოვრობს მოტყუებული და დაშინებული
- თუ არ გავლენ, ართმევ ლუკოილს და თელასს(და არა მარტო), ყიდი (სახელმწიფო ყიდი) – შედეგად უამრავი უფასო შემოსავალია, და ყველანაირი სტრასბურგი გაგამართლებს – ასობენა თუ ოკუპაციის შესახებ კანონში გაკეთდება ნორმალური, როგორც ყველა ქვეყანაშია, ჩანაწერი იმის შესახებ რო კანონის მოქმედება ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე – მთელი ოკუპაციის მანძილზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ზონებში (ამაზე იჩხუბეს რესპუბლიკელებმა თავის დროზე კსტაწი, მარა არავინ მოუსმინა)
და რა მაინტერესებს იცით? – რატომ ვლაპარაკობ ამაზე მე, პროგრამისტი? – რატო არის პოლიტიკოსებისთვის უფრო საინტერესო და უფრო კრედიტების მომტანი ნებისმიერი სხვა თემის “გატანა”? (გვარებს, სახელებს და თემებს არ დავასახელებ, იმ პოლიტიკოსებისა რომლებსაც პატივს მაინც ვცემ, დანარჩენები ხო ვაფშე…)
ჩემი საქმეა ვწერო კოდი, ფინანსისტების საქმეა ითვალონ ფინანსები, პოლიტიკოსების საქმეა მოძებნონ მოსაგვარებელი საზოგადო პრობლემები და აგვარონ.
წყალდიდობა რო მოხდება – გაჭირვებულების დახმარება ყველას საქმეა, იმიტომ, რომ როცა გარეშე ძალა ერჩის სოციუმს – სოციუმის ყველა წევრი უნდა დადგეს ერთად და უნდა აკეთოს ის რაც საჭიროა (და არა მხოლოდ ის რაც შეუძლია) – ზაზა ფაჩულიაც უნდა იდგეს ნიჩბით, მეკო კვირიკაშვილიც, ფოტო მოდელიც და ქართულის მასწავლებელიც და მეც – მაგიტომ იყო ის დღეები ეგეთი მაგიური ყველასთვის, მიუხედავად ტრაგედიისა – რო ყველა აკეთებდა იმას რაც საჭირო იყო გაკეთებულიყო და არა უბრალოდ იმას რაც მისი პროფესიაა და რითიც ან ფულს შოულობს ან სიამოვნებას იღებს.
ომიც ყველას საქმეა იგივე მიზეზით – ან არადა სოციუმი კი არა ნეხვი ხარ, მაგრამ სანამ ომი არ არის – რატო არცერთ პოლიტიკოსს არ აღელვებს თავისი საქმის კეთება და “ქულების დაწერა” ამ თემის გატანით?
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს
გადახედვა
-
შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში — საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში — საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს
-
არჩილ გორდულაძე: "მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უსმენს საქართველოს პარლამენტი ხალხს" არჩილ გორდულაძე: "მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უსმენს საქართველოს პარლამენტი ხალხს"
გადახედვა
-
"მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?!" — კახა კალაძე კახა გვანცელაძის საქმეზე "მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?!" — კახა კალაძე კახა გვანცელაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება ნინო წილოსანი: თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება
გადახედვა
-
შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"მაწვნის საიდუმლო" ანუ რატომ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები ჯანსაღი ცხოვრების გურუები დღეს "მაწვნის საიდუმლო" ანუ რატომ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები ჯანსაღი ცხოვრების გურუები დღეს
-
სომხეთი რუსეთს სთხოვს, ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით რკინიგზა სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთი რუსეთს სთხოვს, ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით რკინიგზა სასწრაფოდ აღადგინოს
გადახედვა
-
OpenAI-ს მკვლელობისა და თვითმკვლელობის წახალისებისთვის სასამართლოში უჩივიან OpenAI-ს მკვლელობისა და თვითმკვლელობის წახალისებისთვის სასამართლოში უჩივიან
გადახედვა
-
ეპსტეინის საქმის მასალებში ჩეჩენი ბიზნესმენი ფიგურირებს ეპსტეინის საქმის მასალებში ჩეჩენი ბიზნესმენი ფიგურირებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა სინათლის შესახებ 180-წლიანი ჰიპოთეზა უარყვეს მეცნიერებმა სინათლის შესახებ 180-წლიანი ჰიპოთეზა უარყვეს
გადახედვა
-
რუსეთმა დააპატენტა კოსმოსური სადგური, რომელსაც გრავიტაციის წარმოქმნა შეეძლება რუსეთმა დააპატენტა კოსმოსური სადგური, რომელსაც გრავიტაციის წარმოქმნა შეეძლება
გადახედვა
-
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა
გადახედვა
-
მერია: თბილისის მერ კახა კალაძესთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება მერია: თბილისის მერ კახა კალაძესთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება
გადახედვა
-
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური — 27-28 დეკემბრის შეთავაზებები არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური — 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
-
ადვოკატი: აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატი: აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს
გადახედვა
-
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
-
თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
გადახედვა
-
უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
-
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სურსათის ფასების საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სურსათის ფასების საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები
გადახედვა







კომენტარები