დევნილი ქალი აფხაზეთიდან: „ვერანაირ წინააღმდეგობას შევაფერხებინებ საქმეს მხოლოდ იმის გამო, რომ კაცის საქმე ჰქვია”
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
თინათინ ბაღათურია აფხაზეთიდანაა დევნილი და ორ შვილსა და მეუღლესთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში ცხოვრობს. უკვე ოცი წელია, ეწევა სოფლის მეურნეობას: აწარმოებს ქართულ ტრადიციულ ყველსა და სულგუნს. ათი წლის წინ შეიძინა მაღალპროდუქტიული საქონელი, რამაც საშუალება მისცა, გაეზარდა რძის რაოდენობა და, შესაბამისად, შემოსავალი. ამასთანავე, თინათინის ოჯახი ამუშავებს მიწის ნაკვეთებს, სადაც მოჰყავთ სიმინდი, სოიო და მრავალწლიანი იონჯა სილოსი.
თინათინმა მეწარმეობა თითქმის ოცი წლის წინ დაიწყო და, ცხადია, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს, უამრავი გამოწვევა შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თინათინი არ უშინდება გენდერულ სტერეოტიპებს, ამბობს, რომ რეგიონში ხშირად ხედავს ქალების მიმართ იმგვარ დამოკიდებულებას, თითქოს მათ დამოუკიდებლად ფერმის, ან თუნდაც სხვა ბიზნესის მართვა არ შეეძლოთ:
“გენდერული ბარიერები ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, მე ძალიან ძლიერი ვარ ამ მხრივ — ვერანაირ წინააღმდეგობას შევაფერხებინებ საქმეს მხოლოდ იმის გამო, რომ კაცის საქმე ჰქვია. არის ისეთი საქმეები, სადაც შენ უნდა გადაწყვიტო, მოიძიო რესურსები შენი წარმატებისთვის. ქალად ყოფნა მაბედნიერებს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო სწორედ სირთულეების გადალახვაა.”
თინათინი გვიამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ დონორული მხარდაჭერით ააშენა 35-სულიანი საქონლის ფერმა, მოგვიანებით კი, ჩაერთო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ფერმერულ სკოლაში, რის შემდეგაც დაიწყო სხვადასხვა სახეობის ყველის წარმოება:
“ყოველივე ამას ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფერმერულ სკოლაში ჩართვის შემდეგ, სხვადასხვა სახეობის ყველის დამზადებაც დავიწყე, რამაც უფრო დიდი ინტერესი და საკუთარ თავში რწმენა გამოიწვია. შედეგად გავზარდე წარმოების ხარისხი, გამიმარტივდა ბაზარზე წვდომა და ჩემი საოჯახო ბიზნესის მართვა. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ჩემი ბიზნესი უფრო მომგებიანი გახდა, რაც ბუნებრივია აისახა ოჯახის კეთილდღეობაზე. საზოგადოებისთვისაც სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება გავხდი”.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
თინათინს ფერმერულ საქმიანობაში ჩართული ჰყავს ოჯახის წევრები. ამბობს, რომ დრო ძვირფასი რესურსია და, ამიტომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება. საოჯახო საქმესა და ფერმერულ მოვალეობებს ერთმანეთს უთავსებს, ცდილობს, ბალანსი არ დაარღვიოს. მიაჩნია, რომ საქმე კარგად უნდა შეისწავლო იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო.
ჩვენს შეკითხვაზე, რას ურჩევდა სხვა ქალ ფერმერებს, თინათინმა გვიპასუხა:
“არ უნდა შეუშინდე სირთულეებს. მიზანი უნდა დაისახო და შენს თავს უთხრა: მე შემიძლია, ყველაფერი გამომივა. შრომა ყოველთვის ფასობს. უნდა მოძებნო შენი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება.”
სოფლად მცხოვრები ქალების როლი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ჯანსაღი, თანაბარ უფლებებზე დაფუძნებული თემის არსებობისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ეხმარება ქვეყნის მდგრად განვითარებასა და სიღარიბის შემცირებას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საზიანო ტრადიციების შედეგად, უამრავი ქალის მიერ გაკეთებული საქმე შეუმჩნეველი რჩება.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, ზრუნავს რა მათ განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ეხმარება, გახდნენ ფინანსურად ძლიერები, რათა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და დამოუკიდებლად შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება. ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, არამედ, სოფლად მცხოვრები თემების გასაძლიერებლად და ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
თინათინ ბაღათურია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროექტის ფარგლებში თინათინმა გაიარა ტრენინგები სურსათის უვნებლობის შესახებ, ასევე გადაეცა აღჭურვილობა ყველის წარმოებისთვის. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, თინათინი რეგულარულად იღებს მონაწილეობას FAO-ს მიერ ორგანიზებულ აგრომარკეტებში.
იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე არსებული სირთულეები და გენდერული დისბალანსი საქართველოს სოფლის მეურნეობაში
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანახმად, 2021 წლისთვის საქართველოში 288 000 იძულებით გადაადგილებული პირი აღირიცხებოდა. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ შეკედლებულია დროებით საცხოვრებელში და არ აქვთ საკუთარი ბინები. მათი დიდი ნაწილი დგას ეკონომიკური სირთულეების წინაშე — შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე. შედეგად, ბევრი ებრძვის სიღარიბეს და აქვთ მცირე შესაძლებლობები საქართველოს ფართო სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებში ინტეგრაციისთვის. ქალების შემთხვევაში ზემოაღნიშნულ გამოწვევებს ჩვენს ქვეყანაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და რესურსებზე გენდერულად არათანაბარი წვდომა ემატება.
საქართველოში 220 000 მეცხოველეობის ფერმის დაახლოებით 30%-ს ფლობენ ქალები. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გენდერულ უთანასწორობას საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ქალები აწყდებიან ისეთ ბარიერებს, როგორებიცაა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული წვდომა და საზოგადოებრივი ნორმები, რომლებიც ხელს უშლის მათ ჩართულობას ბიზნესში და სამეწარმეო პასუხისმგებლობების დაბალანსებას საოჯახო საქმეებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფლობენ ბიზნესის დაახლოებით ერთ მესამედს, ეს საწარმოები ხშირად მცირეა და ბევრი ქალი მეწარმე დამოუკიდებლად მუშაობს ისეთ სექტორში, როგორიცაა ვაჭრობა.
მთავარი გამოწვევა სოციალური კაპიტალისა და მხარდაჭერის ქსელების ნაკლებობაა, რაც ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერი ქალები ფლობენ ბევრად ნაკლებ მიწას, ვიდრე კაცები —5,4 ჰა-სა და 15,1 ჰა-ს შესაბამისად. განსხვავება, რომელიც გამოწვეულია ტრადიციული მემკვიდრეობითი პრაქტიკით, ზღუდავს ქალთა ხელმისაწვდომობას ბიზნეს სესხებზე, რადგან მიწა, როგორც წესი, გამოიყენება გირაოს სახით.
გარდა ამისა, ქალებისთვის მძიმე ტვირთია ყოველდღიურობაც, რადგან უწევთ დააბალანსონ ფერმაში მოვალეობები და საოჯახო საქმეები, რაც ხელს უშლის მათ სრულ ჩართულობას სოფლის მეურნეობის განსვითარების საქმეში. ამასთან, ისინი ეყრდნობიან კაცების დახმარებას ფიზიკურად რთული ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა მეცხოველეობა, რაც ზღუდავს მათ ჩართულობას სოფლის მეურნეობის უფრო მომგებიან სექტორებში.
საქართველოში დიდი სხვაობაა ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორისაც. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქალები საათში დაახლოებით 13,2%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე კაცები, ხოლო ყოველთვიური ხელფასების სხვაობა კაცებთან შედარებით 20,9% იყო.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის კვლევები აჩვენებს, რომ ქალების ჩართულობა სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოს პროდუქტიულობას, ინოვაციების რაოდენობასა და წარმოების მდგრადობას. გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა მოითხოვს პოლიტიკის დოკუმენტების შემქმნელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას მიწის საკუთრებაში, გააძლიერონ ქალთა ხელმისაწვდომობა დაფინანსების წყაროებზე და წინ აღუდგნენ საზიანო ტრადიციებს, რომლებიც ზღუდავს ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას სოფლის მეურნეობაში.
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის განვითარებისათვის
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მათ შორის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას. ამ მხარდაჭერის შედეგად, დღეისთვის ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის 200-დან 134 აქტთან არის დაახლოებული.
ზემოაღნიშნული რეფორმების პარალელურად ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებას, როგორც ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით, ისე ინფრასტრუქტურული რესურსით. აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც თვითონ ევროკავშირს, ისე უშუალოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებს. საუბარია ათეულობით მილიონ ევროზე, საიდანაც სოლიდური ნაწილი მიმართულია სისტემურ დონეზე, შედარებით მცირე კი, მეწარმეებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც სურსათის უვნებლობის სფეროში მუშაობენ.
სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!
სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501
ეს სტატია დაწერა ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
+1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია +1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს
კომენტარები