2024-ში Spotify-მ მუსიკის ინდუსტრიას რეკორდულად დიდი თანხა გადაუხადა — სად მიდის ეს ფული
ფოტო: felipepelaquim / Unsplash
ერთ-ერთმა უდიდესმა სტრიმინგ პლატფორმამ, Spotify-მ, გასულ 2024 წელს რეკორდულად დიდი თანხა გადაუხადა მუსიკის ინდუსტრიას. კომპანიის ცნობით, ამ რიცხვმა $10 მილიარდი შეადგინა. სპოტიფაის წარმომადგენელი იქვე განმარტავს, რომ ისინი თანხას უხდიან არა პირდაპირ მუსიკოსებს, არამედ მუსიკაზე საავტორო უფლებების მფლობელებს — ხმისჩამწერ კომპანიებსა და გამომცემლებს — რომლებიც არტისტებთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით ანაწილებენ შემოსავალს.
რადგან კონტრაქტები ინდივიდუალურად ფორმდება, სხვადასხვა არტისტი განსხვავებულ წილს იღებს თავისი შემოქმედებიდან. თუმცა, საშუალოდ, შემსრულებელს შემოსავლის 16% ერგება ხოლმე. სტრიმინგ სერვისიდან მიღებული შემოსავალი კი ხშირად არცთუ სახარბიელოა, რადგან, სპოტიფაი, მაგალითად, თითოეულ სტრიმზე, დაახლოებით, $0,004-ს უხდის მუსიკოსს. ამდენად, მილიონი სტრიმიც კი მხოლოდ $4 ათასის მომტანია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც სტრიმინგ პლატფორმები, ასევე ხმისჩამწერი კომპანიები, ბოლო პერიოდში არაერთმა ცნობილმა არტისტმა გააკრიტიკა. ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჩაპელ როუნმა წლევანდელ გრემიზე თავის სამადლობელ სიტყვაში ლეიბლები გაკიცხა და მუსიკოსებისთვის საარსებო ანაზღაურება მოითხოვა. პირდაპირ სტრიმინგ გიგანტი გააკრიტიკა ცნობილმა ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა და თქვა, რომ "სპოტიფაიზე დიდი საშინელება მუსიკოსებს არ დამართვიათ". ამასთან, წლის დასაწყისში რამდენიმე შემსრულებელი ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო სპოტიფაის ორგანიზებულ ღონისძიებას.
სწორედ ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავის გამო, 2014 წელს კომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა ტეილორ სვიფტმაც, რომელიც შარშან სპოტიფაის წლის არტისტად დასახელდა 26 მილიარდი სტრიმით. მაშინ სვიფტმა პლატფორმიდან თავისი მუსიკა წაშალა, თუმცა, 2017 წელს ისევ დაუბრუნდა სტრიმინგ სერვისს.
სპოტიფაის კი მხოლოდ არასათანადო ანაზღაურების გამო როდი უცხადებენ ბოიკოტს. რამდენიმე წლის წინ, პლატფორმაზე დეზინფორმაციის დაშვების გამო, სპოტიფაიზე თავისი მუსიკის წაშლა არაერთმა მუსიკოსმა მოითხოვა, მათ შორის, ნილ იანგმა.
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები