ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ჩავიდა
13 მარტის დილით დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხილვისთვის.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ ელჩის მოსკოვში ვიზიტი არის აშშ-ის მცდელობა დაითანხმოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე.
"ვიტკოვის მოგზაურობა არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, რათა "ზეწოლა მოვახდინოთ" რუსეთს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე და შეაჩეროს მისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ," — განაცხადა კაროლინ ლევიტმა.
ამერეკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და დასძინა, რომ "კონტაქტები დაგეგმილია". პესკოვის თქმით, რუსეთი არ განიხილავს წინასწარ არაფერს მოლაპარაკებებზე და ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა თუ შედგება.
შეგახსენებთ, რუსეთში აშშ-ის დელეგაციის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ, როცა აშშ-ს დელეგაციას სურს დაარწმუნოს კრემლი, დათანხმდეს უკრაინასთან 30-დღიან ზავს, ვლადიმერ პუტინის მთავარი თანაშემწე უარყოფს უკრაინასთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას.
12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად ეწვია კურსკის რეგიონს მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში უკრაინულმა ძალებმა კურსკის ნაწილი დაიკავეს. პუტინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მთლიანად უნდა გაათავისუფლონ რეგიონი უკრაინული ჯარებისგან. მისი თქმით, ყველა, ვინც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება და მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადის, ტერორისტად უნდა ჩაითვალოს.
ცნობისთვის, რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების სია წარუდგინა.
მედიის ცნობით, კრემლის ამჟამინდელი მოთხოვნები იმის მსგავსია, რაც რუსულმა მხარემ ადრე უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და NATO-ს წარუდგინა: უკრაინის NATO-ს წევრობაზე უარის თქმას, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და ყირიმისა და 4 უკრაინის რეგიონის საერთაშორისო აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
კომენტარები